"მე ქვეყანას და მსოფლიოს ვმართავ" - დონალდ ტრამპი

28-04-2025
სახელი არ არის მითითებული
Aa

მე ქვე­ყა­ნას და მსოფ­ლი­ოს ვმარ­თავ, - ამის შე­სა­ხებ აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა, დო­ნალდ ტრამპმა The Atlantic-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

კი­თხვა­ზე, გან­სხვავ­დე­ბა თუ არა მისი პრე­ზი­დენ­ტო­ბის მე­ო­რე ვადა პირ­ვე­ლის­გან, აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა, დო­ნალდ ტრამპმა და­დე­ბი­თი პა­სუ­ხი გას­ცა.

"პირ­ვე­ლად ორი რა­მის გა­კე­თე­ბა მი­წევ­და - ქვეყ­ნის მარ­თვა და გა­დარ­ჩე­ნა. გარ­შე­მო ბევ­რი თაღ­ლი­თი მყავ­და. მე­ო­რე ჯერ­ზე მე ქვე­ყა­ნას და მსოფ­ლი­ოს ვმარ­თავ“, - გა­ნა­ცხა­და დო­ნალდ ტრამპმა.

დო­ნალდ ტრამპმა 2028 წლის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სა და პრე­ზი­დენ­ტო­ბის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მე­სა­მედ კენ­ჭისყ­რის შე­სა­ხებ დას­მულ შე­კი­თხვა­საც უპა­სუ­ხა.

"ეს არ არის ის რისი გა­კე­თე­ბაც მსურს. ვფიქ­რობ, ამის გა­კე­თე­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლი იქ­ნე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები