მთავარი არხის თანამშრომლებმა შეტყობინება მიიღეს - 1 მაისიდან მაუწყებლობა სრულად შეწყდება

28-04-2025
გიორგი ამილახვარი
Aa

დღეს, 28 აპრილს მთავარი არხის თანამშრომლებმა ოფიციალური შეტყობინება მიიღეს, რომლის მიხედვითაც, 1 მაისიდან არხის მაუწყებლობა სრულად შეწყდება.

"დასრულდა კიდევ ერთი ეტაპი, მთავარი არხის იმერეთის კორესპონდენტობა. ეს თითქმის 6 წელი იყო რთული, საპასუხისმგებლო, ემოციური, პრობლემებით სავსე, მაგრამ ამავე დროს, ძალიან საინტერესო. დღეს უკვე ოფიციალურად გვითხრეს, რომ ახალი TV ვერ იხსენება, მთავარი არხის საეთერო მაუწყებლობა კი 1-ლი მაისიდან სრულად შეწყდება. მიხარია, რომ ვიყავი ამ გუნდის წევრი და გული მწყდება, რომ ასე დასრულდა" - წერს ირაკლი ვაჩიბერაძე Facebook-ზე.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები