მატარებელს ხაშურთან ცეცხლი გაუჩნდა – არის თუ არა მსხვერპლი და რა ვითარებაა ამ დროისთვის?

26-04-2025
სახელი არ არის მითითებული
Aa
მატარებელს ხაშურთან ცეცხლი გაუჩნდა – არის თუ არა მსხვერპლი და რა ვითარებაა ამ დროისთვის?

მატარებელს ხაშურთან ცეცხლი გაუჩნდა – გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარეობს ხალხის ევაკუაცია.  კადრებში ჩანს, რომ ადგილზე ძლიერი დაკვამლიანებაა.

უწყების ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

გომი-აგარას გადასარბენზე, ოზურგეთი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლის ერთ-ერთ ვაგონში, მოხდა დაკვამლიანება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა დროულად და ამ წუთებში საქართველოს რკინიგზა მგზავრების ალტერნატიული ტრანსპორტით გადაყვანაზე მუშაობს, გზაშია დამატებითი მატარებელი. გამომწვევი მიზეზის დადგენის მიზნით მიმდინარეობს მოკვლევა, – აღნიშნულია განცხადებაში.


მატარებელს ხაშურთან ცეცხლი გაუჩნდა – არის თუ არა მსხვერპლი და რა ვითარებაა ამ დროისთვის?

FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები