ყვარელში ავარიას ცოლ-ქმარი ემსხვერპლა - რა არის ცნობილი მომხდართან დაკავშირებით

23-04-2025
გიორგი ამილახვარი
Aa

ყვარლის მუნიციპალიტეტში ავარიას ცოლ-ქმარი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ საბუეში გვიან ღამით, მათსავე საცხოვრებელ სახლთან მოხდა.

თვითმხილველების თქმით, სწრაფად მოძრავი ავტომობილი საკუთარი სახლის ჭიშკართან მსხდომ ცოლ-ქმარს დაეჯახა. შედეგად ორივე ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები