"საქართველომ "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი“ უნდა გააუქმოს" - ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი

22-04-2025
სახელი არ არის მითითებული
Aa

სა­ქარ­თვე­ლომ "ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის შე­სა­ხებ კა­ნო­ნი“ უნდა გა­ა­უქ­მოს. ამის შე­სა­ხებ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ე.წ. სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა, ოლეგ ბარ­ციც­მა რუ­სულ მე­დი­ას­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

"სა­ქარ­თვე­ლოს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის გან­ცხა­დე­ბე­ბი, რომ მათ მთა­ვარ მე­ზობ­ლებ­თან - აფხა­ზეთ­თან, სამ­ხრეთ ოსეთ­თან და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას­თან, ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა სურთ, ჩვენს ყუ­რა­დღე­ბის მიღ­მა არ რჩე­ბა, მაგ­რამ სა­ჭი­როა ამის პრაქ­ტი­კუ­ლი და­დას­ტუ­რე­ბა და რე­ა­ლუ­რი ნა­ბი­ჯე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და ბარ­ციც­მა.

მისი თქმით, სა­ქარ­თვე­ლომ ძა­ლის გა­მო­უ­ყე­ნებ­ლო­ბის შე­სა­ხებ დო­კუ­მენტზე ხელი უნდა მო­ა­წე­როს.

"ჩემი აზ­რით, რამ­დე­ნი­მე ნა­ბი­ჯი შე­იძ­ლე­ბა გა­და­იდ­გას ამის­თვის, მათ შო­რის, „ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის შე­სა­ხებ კა­ნო­ნის“ გა­უქ­მე­ბა, რო­მე­ლიც ვე­რა­ნა­ირ კრი­ტი­კა­სა და ვერც დრო­ის გა­მოც­დას უძ­ლებს. ჩვენ დღეს არ­სე­ბუ­ლი რე­ა­ლო­ბა უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ. მე­ო­რე, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და ჩვენ ჟე­ნე­ვის ფორ­მა­ტის მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში ამა­ზე კო­ლე­გე­ბის ყუ­რა­დღე­ბას გა­ვა­მახ­ვი­ლებთ, არის სამ­ხედ­რო ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე უა­რის თქმის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბა­ზე ხელ­მო­წე­რა. ამის შემ­დეგ სხვა სა­კი­თხე­ბის შე­სა­ხებ სა­უ­ბა­რი შეგ­ვიძ­ლია“, - აღ­ნიშ­ნა ბარ­ციც­მა.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები