"ვლადიმერ პუტინმა აშშ-ს უკრაინაში ფრონტის ხაზის გაყინვა შესთავაზა" - რას წერს Financial Times

22-04-2025
სახელი არ არის მითითებული
Aa

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა აშშ-ის უკ­რა­ი­ნა­ში ფრონ­ტის ხა­ზის გა­ყინ­ვა შეს­თა­ვა­ზა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­მო­ცე­მა Financial Times-ი სამ ინ­ფორ­მი­რე­ბულ წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

წყა­რო­ე­ბის ცნო­ბით, გა­სულ კვი­რას პუ­ტინ­მა აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის წარ­მო­მად­გე­ნელს, სტივ უიტ­კოფს უთხრა, რომ რუ­სეთს უკ­რა­ი­ნის ოთხი რე­გი­ო­ნის არა­ო­კუ­პი­რე­ბულ ნა­წი­ლებ­ზე “პრე­ტენ­ზი­ებ­ზე” უა­რის თქმა შე­უძ­ლია.

“ეს წი­ნა­და­დე­ბა პირ­ვე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი სიგ­ნა­ლია, რო­მე­ლიც პუ­ტინ­მა სამი წლის წინ ომის და­წყვე­ბი­დან გა­ა­კე­თა, რომ რუ­სეთ­მა შე­იძ­ლე­ბა უკან და­ი­ხი­ოს თა­ვი­სი მაქ­სი­მა­ლუ­რი მო­თხოვ­ნე­ბის­გან შეჭ­რის შე­სა­ჩე­რებ­ლად”, - წერს გა­მო­ცე­მა.

პუ­ტი­ნის სი­ტყვებ­მა იქამ­დე მი­იყ­ვა­ნეს, რომ აშშ-მა “მშვი­დო­ბი­ა­ნი და­რე­გუ­ლი­რე­ბის” წი­ნა­და­დე­ბა წარ­მო­ად­გი­ნეს, რომ­ლის ცალ­კე­უ­ლი დე­ტა­ლე­ბი მე­დი­ა­ში მოხ­ვდა.

ამავდრო­უ­ლად, ევ­რო­პე­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც Financial Times-ს ესა­უბრნენ, ში­შო­ბენ, რომ პუ­ტი­ნი შე­საძ­ლოა აშშ-ის მხრივ დათ­მო­ბას იყე­ნებს, რათა ტრამ­პი პუ­ტი­ნის სხვა მო­თხოვ­ნე­ბის მი­ღე­ბა­ზე და­ი­თან­ხმოს და ისი­ნი თავს მო­ახ­ვი­ოს უკ­რა­ი­ნას - მა­გა­ლი­თად, ყი­რი­მის ანექ­სი­ის აღი­ა­რე­ბა და ნა­ტო­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის აკ­რძალ­ვა.

“ახლა კი­ევ­ზე დიდი ზე­წო­ლა ხორ­ცი­ელ­დე­ბა, რომ დათ­მო­ბა­ზე წა­ვიდ­ნენ, რათა ტრამპმა გა­მარ­ჯვე­ბის შე­სა­ხებ გა­მო­ა­ცხა­დოს,” - გა­ნა­ცხა­და გა­მო­ცე­მის ერთ-ერ­თმა წყა­რომ.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები