დააკავეს თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი - რა ინფორმაცია ვრცელდება საქმეზე
გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი სერგო შუბითიძე დააკავეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ambebi.ge ავრცელებს.
"მისმა მეუღლემ დამირეკა და მითხრა, რომ დააკავეს. გამოძიებამ რა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატრა არ ვიცი. მე არ გამოვრიცხავ, თუ ასე წარიმართა გამოძიება, მეც დამაკავონ. მეც დამკითხეს ამ საქმეზე და მე რავიცი ჩემ მიმართ რას ჩაიდნენ" - განაცხადა ambebi. ge-სთან მიხეილ რამიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ სერგო შუბითიძემ "ფორმულასთან" ინტერვიუში აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ისაუბრა.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები