"აშშ-მა კიევს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიების ნეიტრალურ ტერიტორიად გამოცხადება და მასზე აშშ-ის კონტროლის დაწესება შესთავაზა" - WSJ

21-04-2025
სახელი არ არის მითითებული
Aa

უკ­რა­ი­ნა ზე­წო­ლის ქვე­შაა, რომ ამ კვი­რა­ში უპა­სუ­ხოს აშშ-ის პრე­ზი­დენტ დო­ნალდ ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის იდე­ებს უკ­რა­ი­ნა­ში ომის დას­რუ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მათ შო­რის რუ­სე­თის მიერ 2014 წელს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ყი­რი­მის ანექ­სი­ის პო­ტენ­ცი­ურ აღი­ა­რე­ბას აშშ-ის მხრი­დან და კი­ე­ვის ნატო-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის დაბ­ლოკ­ვას, - ინ­ფორ­მა­ცი­ას The Wall Street Journal-ი ავ­რცე­ლებს.

გა­მო­ცე­მა და­სავ­ლურ ოფი­ცი­ა­ლურ პი­რებ­ზე დაყ­რდნო­ბით იუ­წყე­ბა, რომ იდე­ე­ბი ასა­ხუ­ლი იყო კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლურ დო­კუ­მენ­ტში, რო­მე­ლიც ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­მა ხუთ­შა­ბათს პა­რიზ­ში უკ­რა­ი­ნელ კო­ლე­გებს წა­რუდ­გი­ნეს და ასე­ვე გა­აც­ნეს ევ­რო­პელ მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებს ერ­თდღი­ა­ნი შეხ­ვედ­რის დროს.

"აშშ ახლა კი­ე­ვის პა­სუხს ელო­დე­ბა, რო­მე­ლიც, სა­ვა­რა­უ­დოდ, ამ კვი­რის ბო­ლოს ლონ­დონ­ში აშშ-ის, უკ­რა­ი­ნი­სა და ევ­რო­პის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის შეხ­ვედ­რა­ზე გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი. შემ­დეგ, თუ ამე­რი­კუ­ლი, ევ­რო­პუ­ლი და უკ­რა­ი­ნუ­ლი პო­ზი­ცი­ე­ბი თან­ხვედ­რა­ში იქ­ნე­ბა, წი­ნა­და­დე­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა მოს­კოვს წა­რედ­გი­ნოს“, - წერს The Wall Street Journal-ი.

და­სავ­ლე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის თქმით, აშშ-ის კი­დევ ერთი იდეა ით­ვა­ლის­წი­ნებს ზა­პო­რო­ჟი­ე­ში ბირ­თვუ­ლი რე­აქ­ტო­რის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ის ნე­იტ­რა­ლურ ტე­რი­ტო­რი­ად გა­მო­ცხა­დე­ბას, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა ამე­რი­კის კონ­ტრო­ლის ქვეშ მო­ექ­ცეს.

დო­ნალდ ტრამპმა მარ­ტში, უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენტ ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის­თან სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რი­სას აშშ-ის მიერ უკ­რა­ი­ნულ ელექტრო­სად­გუ­რე­ბის, მათ შო­რის ბირ­თვუ­ლი ობი­ექ­ტე­ბის, შე­ძე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ზე ისა­უბ­რა და გა­ნა­ცხა­და, რომ ეს ნა­ბი­ჯი „ამ ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­უ­კე­თე­სო დაც­ვა“ იქ­ნე­ბო­და.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები