დღეს აღმოვაჩინე, რომ ეს ბევრმა არ იცის, 105 მილიონი დოლარი გადმოირიცხა - ჯანგირაშვილი
ჟურნალისტი, ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, სადაც ამერიკის გარდა ევროპის იმ სამ ქვეყანას ასახელებს, საიდანაც მარტის თვეში ყველაზე დიდი ოდენობის თანხა, 105 მილიონი დოლარი გადმოირიცხა, და ესენია - იტალია, გერმანია და საბერძნეთი:
"დღეს აღმოვაჩინე, რომ ბევრმა არ იცის, ამიტომ დავწერ: საქართველოში ევროკავშირის ქვეყნებიდან და აშშ–დან ფულადი გზავნილების მოცულობა ყოველწლიურად იზრდება. ავიღოთ 2025 წლის მარტის ფულადი გზავნილები:
ევროკავშირის ქვეყნები : 131.5 მილიონი დოლარი, წილი მთლიან გზავნილებში: 45%, წლიური ზრდის ტემპი 12.3%
აშშ – 55 მილიონი დოლარი, წილი მთლიან გზავნილებში: 18.85%, წლიური ზრდის ტემპი : 21.70%
რუსეთის ფედერაცია : 37.8 მილიონი დოლარი, წილი მთლიან გზავნილებში : 12.9%, წლიური კლების ტემპი : -29%.
როგორც ხედავთ, რუსეთს დიდი კლება აქვს, ფაქტიურად ომამდელ დონეს დაუბრუნდა გზავნილები. სხვათა შორის, ქართული ღვინის ექპორტიც რუსეთში 2025 წლის იანვარ–თებერვალში განახევრდა წინა წელთან შედარებით. გაქრა რუსული “სასწაული“, აორთქლდა.
მხოლოდ იტალიიდან, გერმანიიდან და საბერძნეთიდან გადმოირიცხა მარტში 105 მილიონი დოლარი, ანუ ყველაზე დიდი გამომგზავნები ესენი არიან ევროპიდან.
ეს ფული ჩვენი მოქალაქეების შრომით მოპოვებული ფულია, ვისაც ევროპამ და ამერიკამ ამის საშუალება მისცა. ეს ფული უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველოში მოსახლეობის დიდი ნაწილი შიმშილით არ კვდება. ეს ფული ამოძრავებს საქართველოს ეკონომიკას, რომლის ზრდას კობახიძე იბრალებს. თქვენი უმადური დედა ვატირე ქოცებო, ფრთხილად იყავით, ძალიან არ აილეწოთ."- ვითხულობთ ნინო ჯანგირაშვილის პოსტში.