"თანამებრძოლებო, არსებობს ერთადერთი მოთხოვნა, რომელიც გამარჯვებას მოგიტანთ, გადადგეს "ქართული ოცნება“ - ზვიად ცეცხლაძე

20-04-2025
სახელი არ არის მითითებული
Aa

თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბო, უკვე დიდი ხა­ნია, თქვენ სა­მარ­თალს ითხოვთ, ითხოვთ ახალ არ­ჩევ­ნებს, პა­ტიმ­რე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას, მაგ­რამ არ­სე­ბობს ერ­თა­დერ­თი მო­თხოვ­ნა, რო­მე­ლიც გა­მარ­ჯვე­ბას მო­გი­ტანთ - გა­დად­გეს „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ – მივ­მარ­თავ "ოც­ნე­ბას" და მათ მომ­ხრე­ებს, თუ გსურთ მშვი­დო­ბა, დათ­მეთ ძა­ლა­უფ­ლე­ბა. თქვენ ჩვენ­თან ბრძო­ლას ვერ მო­ი­გებთ, რად­გან ჩვენ­თან არს ღმერ­თი,- ამის შე­სა­ხებ აქ­ცი­ე­ბის დროს და­კა­ვე­ბუ­ლი ზვი­ად ცე­ცხლა­ძე ცი­ხი­დან გა­მოგ­ზავ­ნილ ხმო­ვან შე­ტყო­ბი­ნე­ბა­ში აცხა­დებს, რო­მე­ლიც გმირ­თა მო­ე­დან­ზე მი­სულ­მა აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა ჩარ­თეს.

ცე­ცხლა­ძე თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ებს მო­უ­წო­დებს აირ­ჩი­ონ ან ში­ში­სა და ლაჩ­რო­ბის გზა, ან ბრძო­ლი­სა და რე­ვო­ლუ­ცი­ის.

"თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბო, ამ წუ­თებ­ში ათო­ბით აღელ­ვე­ბუ­ლი გმი­რი შე­მოგ­ცქე­რით და ნატ­რობს, რომ თქვენ­თან ერ­თად დებ­დეს ფიცს გმი­რე­ბის წი­ნა­შე. თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბო, უკვე დიდი ხა­ნია, თქვენ სა­მარ­თალს ითხოვთ, ითხოვთ ახალ არ­ჩევ­ნებს, პა­ტიმ­რე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას, მაგ­რამ არ­სე­ბობს ერ­თა­დერ­თი მო­თხოვ­ნა, რო­მე­ლიც გა­მარ­ჯვე­ბას მო­გი­ტანთ - გა­დად­გეს „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“. რო­დე­საც ური­ცხვი ბო­რო­ტი ქმე­დე­ბა ხდე­ბა მთავ­რო­ბის მთა­ვა­რი ია­რა­ღი, ხალ­ხის მო­ვა­ლე­ო­ბაა და­ამ­ხოს ასე­თი მთავ­რო­ბა და და­იც­ვას დე­მოკ­რა­ტია. ჩვენ დიდი ხანი ვით­მი­ნეთ. ვით­მი­ნეთ ოჯა­ხის წევ­რე­ბის და­სის­ხლი­ა­ნე­ბა, გა­გუდ­ვა, გა­ტა­ცე­ბა, და­პა­ტიმ­რე­ბა, ცი­ხე­ებ­ში წა­მე­ბა, ღირ­სე­ბის შე­ლახ­ვა - ამან რე­ჟი­მი მხო­ლოდ გა­ა­თა­მა­მა. მათ მოთ­მი­ნე­ბა და მიმ­ტე­ვებ­ლო­ბა სი­სუს­ტედ ჩაგ­ვით­ვა­ლეს, დიდსუ­ლოვ­ნე­ბა კი ში­შად. ნა­თე­ლია: ოლი­გარ­ქი თა­ვის მი­ზანს არ დათ­მობს, რუ­სეთს არ შე­ე­ლე­ვა - ეს მათ­თვის სიკ­ვდილ-სი­ცო­ცხლის სა­კი­თხის და იგი დათ­მო­ბა­ზე მხო­ლოდ მა­შინ წავა, თუ იძუ­ლე­ბულს გავ­ხდით. ჩვენ ორი გზა გვაქვს: ში­შის და ლაჩ­რო­ბის გზა, რო­მელ­საც თუ ჰუ­მა­ნუ­რო­ბით შევ­ფუ­თავთ, გვაქ­ცევს რუ­სე­თის გუ­ბერ­ნი­ად, სა­დაც ვიქ­ნე­ბით უსუ­სუ­რე­ბი უსა­მარ­თლო­ბის წი­ნა­შე, სა­დაც ნა­მუსს ახ­დი­ან ჩვენს მებ­რძოლ ქა­ლებს, სა­დაც ჩვე­ნი­ვე ღირ­სე­ბას ჩაგ­ვაფ­ლო­ბი­ნე­ბენ მი­წა­ში. ან ბრძო­ლი­სა და რე­ვო­ლუ­ცი­ის გზა, სა­დაც მო­ნო­ბა­ში სი­ცო­ცხლეს თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ში სიკ­ვდილს ვამ­ჯო­ბი­ნებთ, სა­დაც და­ვი­ცავთ ჩვენს დე­მოკ­რა­ტია ღირ­სე­ბას და ფიცს. ჰოდა, აირ­ჩიე ქარ­თვე­ლო ერო. მივ­მარ­თავ "ოც­ნე­ბას" და მათ მომ­ხრე­ებს, თუ გსურთ მშვი­დო­ბა, დათ­მეთ ძა­ლა­უფ­ლე­ბა. თქვენ ჩვენ­თან ბრძო­ლას ვერ მო­ი­გებთ, რად­გან ჩვენ­თან არს ღმერ­თი და თუ ღმერ­თი ჩვენს მხა­რე­საა, მა­შინ ვინ­ღაა ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ? გა­უ­მარ­ჯოს ერ­თი­ან და და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­ქარ­თვე­ლოს", - ამ­ბობს ზვი­ად ცე­ცხლა­ძე.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები