რაც ეს რეცეპტი ვიპოვე, სკუმბრია სხვანაირად აღარ მომიმზადებია
სკუმბრია - 1 ცალი
წითელი ბულგარული წიწაკა - 1 ან 2 ცალი
სტაფილო - 1 ცალი, დიდი
ხახვი - 1 ან 2 თავი
თეთრი მშრალი ღვინო - 0.5 ჭიქა
მარილი
პილპილის მიქსი
ზეთი
ტაბულა
მომზადების წესი
სტაფილო გავხეხოთ მსხვილ სახეხზე. წიწაკა დავჭრათ წვრილ ზოლებად, ხახვი _ ალყა-ალყა. სტაფილო და ხახვი მოვშუშოთ ზეთში 2 წუთის განმავლობაში, დავუმატოთ წიწაკა და განვაგრძოთ შუშვა. 2-3 წუთში დავასხათ ღვინო, დავახუროთ სახურავი და საშუალო ცეცხლზე ვშუშოთ 5 წუთი, შემდეგ შევანელოთ მარილითა და პილპილით. თევზის ნაჭრებს მოვაყაროთ მარილი, პილპილი და შევწვათ მაღალ ცეცხლზე, ზეთში, შემდეგ ჩავაწყოთ მოშუშულ ბოსტნეულთან ერთად.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები