მედია - რუსებმა უკრაინას 8 რაკეტითა და 87 დრონით შეუტიეს

19-04-2025
სახელი არ არის მითითებული
Aa

რუსებმა უკრაინას 8 რაკეტითა და 87 დრონით შეუტიეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით „ისკანდერ -მ“ ტიპის 3 ბალისიტიკური რაკეტა, „ონიქსის“ ტიპის 2 ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა და Kh-31P-ის ტიპის 3 რადარსაწინააღმდეგო რაკეტა გაუშვეს.

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ქვეყნის აღმოსავლეთ, ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებში 33 რუსული დრონი ჩამოაგდეს.

ამასთან, რუსული ძალების მიერ გაშვებული 36 დრონი-იმიტატორი ლოკაციურად დაიკარგა, უარყოფითი შედეგების გარეშე.

რუსეთის თავდასხმის შედეგად ოდესის, ხარკოვის, სუმის, დონეცკისა და ზაპორიჟიეს ოლქები დაზარალდა.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები