"მეუღლეც გარდაცვლილი ჰყავს... 4 შვილის მამა იყო..." - უმძიმესი ტრაგედიის ახალი დეტალები

25-06-2023
ლექსო ნოზაძე
Aa

უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. მალხაზ კვიჟინაძე და ოლეგ ოდიშვილი რუს ოკუპანტებთან ბრძოლას ემსხვერპლნენ.

ოდიშვილი უკრაინაში ბრძოლის დაწყებისთანავე წავიდა, რის შემდეგაც ცოტა ხნით სამშობლოში ჩამოვიდა, თუმცა შემდეგ კვლავ ფრონტის ხაზზე დაბრუნდა.

მეორე გარდაცვლილი როგორც უკვე მოგახსენეთ, მალხახ კვიჟინაძეა.

"ნაღმმტყორცნი დაეცა სანგარში. შვილები დარჩა მარტო, მეუღლეც გარდაცვლილი ჰყავს. 4 შვილის მამა იყო. ჩამოვიდა ჩვენს გვერდით იბრძოდა პირველივე დღიდან." - ამბობს მასზე უკრაინაში მებრძოლი ერთ-ერთი ქართველი ჯარისკაცი.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები