"ერთ-ერთს ბაბუას მანქანა უნებართვოდ წაუყვანია... სამი არასრულწლოვანი ადგილზეა გარდაცვლილი" - ხონში დატრიალებული ტრაგედიის დეტალები
"საშინელი ტრაგედიაა მომხდარი, ყველანი არასრულწლოვანები არიან, თანაკლასელები როგორც ვიცი. თურმე ერთ-ერთ არასრულწლოვანს ბაბუას მანქანა უნებართვოდ წაუყვანია, ის იჯდა საჭესთან და მანქანაში იყვნენ მისი მეგობრები. ცხენისწყლის ხიდიდან არიან გადავარდნილები. ამბობენ ძალიან დიდი სიჩქარით მოძრაობდა მანქანაო, ეტყობა საჭე ვერ დაიმორჩილა და გადავარდნენ ხიდიდან.
სამი არასრულწლოვანი ადგილზეა გარდაცვლილი, ორი კლინიკაში რჩება, სხვადასხვა სახის მოტეხილობებით გადაიყვანეს ისინი. როგორ შევიტყვე, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი მოტეხილობები არ აქვთ და ექიმები მათი გადარჩენის იმედს იძლევიან. წარმოუდგენელია არ განიცადო ადამიანმა ასეთი დიდი ტრაგედია. ერთი გარდაცვლილი, გვარად პირველია, მრავალშვილიანი ოჯახიდან, მეორე ბიჭი არის გვარად წვერავა, მესამე გარდაცვლილის გვარი არ ვიცი სამწუხაროდ. ისინი თანაკლასელები არიან, ძალიან განვიცდი ამ დიდ ტრაგედიას"- ამბობს ჩვენთან საუბარში ადგილობრივი
წყარო: ამბები