"ჩემი შემოსავალი არასოდეს ყოფილა მხოლოდ ჩემი, ის ყოველთვის ეკუთვნოდა ოჯახსაც, რადგან..." - ხვიჩა კვარაცხელია
რამდენიმე წლის წინ, ხვიჩა კვარაცხელიამ ოჯახზე კომენტარი გააკეთა.
ჟურნალისტი: მე ვიცი, რომ ახალგაზრდა მოთამაშეების დიდი ნაწილი მთელ თავიანთ ხელფასს მშობლებს აძლევენ, შენ შემთხვევაში როგორაა?
ხვიჩა: "ჩემთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჩემი შემოსავალი არასოდეს ყოფილა მხოლოდ ჩემი. ის ყოველთვის ეკუთვნოდა ოჯახსაც, რადგან მათ ძალიან ბევრი რამ გააკეთეს საიმისოდ, რომ დღეს მე აქ ვყოფილიყავი. ჩვენ ძალიან მძიმე პერიოდი გამოვიარეთ საქართველოში. ძალიან რთული დრო იყო… არ მინდა ყველაფრის მოყოლა".
ჟურნალისტი: მძიმე დრო შენი ოჯახისთვის?
ხვიჩა: "კი, ისინი ძალიან მეხმარებოდნენ. ამიტომ როდესაც რამეს გამოვიმუშავებ ეს მშობლებისთვისაა".
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია ა-ს სეზონის საუკეთესო მოთამაშე გახდა.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები