სკოლებში ჩინურის, როგორც მეორე ენის სწავლების შეტანა იგეგმება - კიდევ რას გულისხმობს ზოგადი განათლების ახალი ხედვა?

17-04-2025
სახელი არ არის მითითებული
Aa

სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის მი­ნის­ტრმა ალექ­სან­დრე წუ­ლა­ძემ სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­სა და და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მხა­რე­ებს ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ახა­ლი ხედ­ვა წა­რუდ­გი­ნა და მის ფარ­გლებ­ში გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი მათ­თან ერ­თად გა­ნი­ხი­ლა.

ახა­ლი ხედ­ვის ფარ­გლებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა გა­მახ­ვილ­და - სკო­ლებ­ში სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხის ამაღ­ლე­ბის ხელ­შე­წყო­ბა­ზე; მას­წავ­ლე­ბელ­თა უწყვე­ტი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და კა­რი­ე­რუ­ლი წინსვლის სქე­მის გა­ნახ­ლე­ბა­ზე; სას­კო­ლო გა­რე­მოს გან­ვი­თა­რე­ბა­სა და გა­ჯან­სა­ღე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­ზე.

ალექ­სან­დრე წუ­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, სა­მი­ნის­ტროს ერთ-ერთი მთა­ვა­რი პრი­ო­რი­ტე­ტია, სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში მოს­წავ­ლე­ებს გა­ნუ­ვი­თარ­დეთ ყვე­ლა ის სა­ჭი­რო უნა­რი და კომ­პე­ტენ­ცია, რაც მათ თვით­რე­ა­ლი­ზა­ცი­ა­ში და­ეხ­მა­რე­ბა და ხელს შე­უ­წყობს მათი კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნო­ბის ზრდას.

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა გა­მახ­ვილ­და STEAM მი­მარ­თუ­ლე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ზე, რაც გუ­ლის­ხმობს კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სწავ­ლე­ბას ყვე­ლა სა­ფე­ხურ­ზე, სკო­ლე­ბის აღ­ჭურ­ვას სა­ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბით, STEAM კლუ­ბე­ბის, ოლიმ­პი­ა­დე­ბი­სა და კონ­კურ­სე­ბის მხარ­და­ჭე­რას.

რო­გორც მი­ნის­ტრმა აღ­ნიშ­ნა, მიმ­დი­ნა­რე­ობს აქ­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კუ­რი სკო­ლე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. მისი თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი სკო­ლე­ბის ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი რე­სურ­სი გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა სხვა სკო­ლებ­ში ფი­ზი­კი­სა და მა­თე­მა­ტი­კის სწავ­ლე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის­თვის.

ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის მიზ­ნით, ლი­ტე­რა­ტუ­რის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად, ცალ­კე დამ­ტკიც­დე­ბა ქარ­თუ­ლი ენის სტან­დარ­ტი, რაც ხელს შე­უ­წყობს მოს­წავ­ლე­ებ­ში ქარ­თუ­ლი ენის ცოდ­ნის გაღ­რმა­ვე­ბას. ამას­თან, აქ­ცენ­ტი გა­კეთ­დე­ბა არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვან სკო­ლებ­ში ბი­ლინგვუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის ზრდა­ზე. ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ხელ­შე­წყო­ბა კი­დევ უფრო გა­აღ­რმა­ვებს მოს­წავ­ლე­ებ­ში პატ­რი­ო­ტულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­სა და ეროვ­ნულ ფა­სე­უ­ლო­ბებს.

შე­იც­ვლე­ბა სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხუ­რის მო­წყო­ბა, რაც გუ­ლის­ხმობს მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის ორი მი­მარ­თუ­ლე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბას. ერ­თის მხრივ მათ სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ, სწავ­ლა გა­აგ­რძე­ლონ აკა­დე­მი­უ­რი კუ­თხით და ის­წავ­ლონ მათ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო სა­კი­თხე­ბი ინ­ტენ­სი­უ­რად. მე­ო­რეს მხრივ, პრო­ფე­სი­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბის არ­ჩე­ვის შემ­თხვე­ვა­ში, ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი პროგ­რა­მა­ზე გა­აგ­რძე­ლონ სწავ­ლა და ატეს­ტატ­თან ერ­თად, პრო­ფე­სი­უ­ლი დიპ­ლო­მი მი­ი­ღონ.

ახა­ლი საგ­ნობ­რი­ვი სტან­დარ­ტე­ბის მი­ხედ­ვით გა­ნახ­ლდე­ბა ყვე­ლა სას­კო­ლო სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო და ამ პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლი იქ­ნე­ბი­ან რო­გორც საგ­ნობ­რი­ვი ექ­სპერ­ტე­ბი, მას­წავ­ლებ­ლე­ბი და ფსი­ქო­ლო­გე­ბი, ასე­ვე, მშობ­ლე­ბი და ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რე, რაც პრო­ცესს მე­ტად გამჭვირ­ვა­ლე­სა და ინ­კლუ­ზი­ურს გახ­დის.

დამ­ტკიც­დე­ბა ჩი­ნუ­რის, რო­გორც მე­ო­რე ენის სტან­დარ­ტი და და­ი­წყე­ბა ჩი­ნუ­რი ენის შემ­სწავ­ლე­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა.

ხედ­ვის პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე სა­უ­ბა­რი ასე­ვე შე­ე­ხო სას­წავ­ლო პრო­ცე­სის ციფ­რუ­ლი ტრანსფორ­მა­ცი­ის ხელ­შე­წყო­ბას, რაც გუ­ლის­ხმობს მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი პლატ­ფორ­მე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბას. მათ შო­რის, მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი ზრდის ელექტრო­ნუ­ლი პლატ­ფორ­მის, იგი­ვე, E სახ­ლის, სწავ­ლის პრო­ცე­სის მარ­თვის სის­ტე­მი­სა და ელექტრო­ნუ­ლი ჟურ­ნა­ლის გან­ვი­თა­რე­ბას. პლატ­ფორ­მე­ბი მოგ­ვცემს სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იყოს მას­წავ­ლე­ბელ­თა უწყვე­ტი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა და სას­წავ­ლო ცხოვ­რე­ბა­ში მშო­ბელ­თა ჩარ­თუ­ლო­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა მას­წავ­ლე­ბელ­თა კა­რი­ე­რულ წინსვლას, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­მი­ნის­ტრო მუ­შა­ობს მას­წავ­ლე­ბელ­თა ინ­ტე­რე­სებ­ზე მორ­გე­ბუ­ლი სქე­მის შექ­მნა­ზე, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბას ზა­ფხულ­ში წა­რედ­გი­ნე­ბა.

შეხ­ვედ­რა­ზე მი­ნის­ტრმა ასე­ვე ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლა – სას­კო­ლო გა­რე­მოს გა­ჯან­სა­ღე­ბა­ზე; მოს­წავ­ლე­ე­ბის ფსი­ქო­სო­ცი­ა­ლურ და ემო­ცი­ურ მხარ­და­ჭე­რა­ზე; ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სის ხელ­შე­წყო­ბა­სა და ამ მიზ­ნით, სპორ­ტუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე.

ახა­ლი ხედ­ვის გან­ხილ­ვა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღეს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე­ებ­მა, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რებ­მა, ექ­სპერ­ტებ­მა, სკო­ლის დი­რექ­ტო­რებ­მა, ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის საბ­ჭოს წევ­რებ­მა და სხვა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­მა მხა­რე­ებ­მა.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები