„ბევრი მთხოვს ხორცის სალათის რეცეპტს...“ - თიკა ფაცაცია თავის გამომწერებს ახალ რეცეპტს უზიარებს

17-04-2025
გიორგი ამილახვარი
Aa

ინგრედიენტები

მარილი და პილპილი გემოვნებით

არაჟანი ან მაიონეზი

ბოლოკი - 1.00 კგ

ხახვი - 1.00 კგ

საქონლის ხორცი - 1.00 კგ

ტაბულა

მომზადების წესი

თიკა ფაცაცია თავის გამომწერებს საქონლის სალათის რეცეპტს უზიარებს:

„ბოლოკი გახეხეთ, ხახვი დაჭერით შეძლებისდაგვარად წვრილად. მე მოვშუშე კარამელიზირებამდე, ქარვისფერი რომ გამხდარიყო, ხორცი მოხარშვის შემდეგ დავძენძე. ამ ყველაფერს დავუმატე პილპილი, მარილი, გადავურიე ერთმანეთში და გამოვიყენე არაჟანი. ვისაც უყვარს მაიონეზიც შეუძლია, კიდევ უფრო გემრიელია. ეს არის ჩემი ნანას რეცეპტი, რომელიც ფრჩხილებს მიკეთებს. გუშინ მასწავლა და გავიმეორე. თქვენც გირჩევთ.“


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები