"ზედმეტ წონასთან ბოლო ბრძოლა მოვიგე" - როგორ დაიკლო თეონა კონტრიძემ 25 კილო

15-04-2025
გიორგი ამილახვარი
Aa

თე­ო­ნა კონ­ტრი­ძემ აღი­ა­რა, რომ 25 კი­ლოგ­რა­მი და­იკ­ლო. ჯა­ზის მომ­ღე­რალ­მა Instagram-ზე წო­ნა­ში დაკ­ლე­ბის შემ­დეგ მი­ღე­ბუ­ლი შე­დე­გი აჩ­ვე­ნა და შე­და­რე­ბის­თვის ფო­ტო­კო­ლა­ჟი გა­მო­აქ­ვეყ­ნა. თე­ო­ნამ აღ­ნიშ­ნა, რომ უკვე ერთ წელ­ზე მე­ტია ახალ წო­ნას ინარ­ჩუ­ნებს.

"2024 წლის 4 ოქ­ტომ­ბერს ერთი წელი გახ­და, რაც სა­კუ­თარ თავს ვებ­რძო­დი და, რო­გორც ჩანს, ზედ­მეტ წო­ნას­თან ბოლო ბრძო­ლა მო­ვი­გე (ღმერ­თმა ქნას). წონა მარ­თლაც ზედ­მე­ტი იყო! ყვე­ლა ადა­მი­ანს, ვინც სა­კუ­თარ თავ­ზე, სა­კუ­თარ პო­ტენ­ცი­ალ­ზე მუ­შა­ობს, ეძღვნე­ბა ეს კად­რე­ბი!“

თე­ო­ნამ გან­მარ­ტა, რომ ბუ­ნებ­რივ ჰორ­მო­ნა­ლურ ცვლი­ლე­ბებს ხელი არ შე­უშ­ლია მის­თვის სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გის მი­ღე­ბა­ში.

"მე­ნო­პა­უ­ზა, კლი­მაქ­სი... ყვე­ლა­ფე­რი შე­საძ­ლე­ბე­ლია, მე ამის დას­ტუ­რი ვარ! მიყ­ვარ­ხართ. მად­ლო­ბა იმ ადა­მი­ა­ნებს, ვინც 25 კი­ლოგ­რამ­თან დამ­შვი­დო­ბე­ბა­ში და­მეხ­მა­რა“, - ემო­ცი­უ­რად გა­ნა­ცხა­და არ­ტის­ტმა.

თე­ო­ნას თქმით, მას­თან ფსი­ქო­ლო­გი და კვე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი მუ­შა­ობდნენ, რის შემ­დე­გაც მისი ცხოვ­რე­ბა რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლა, რად­გან ახა­ლი ჩვე­ვე­ბი გა­უჩ­ნდა. მომ­ღე­რალ­მა მო­უ­წო­და ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც წო­ნის დაკ­ლე­ბა სურთ, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს მი­მარ­თონ და ბრმად არ და­ა­კო­პი­რონ ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა.

თუმ­ცა, თე­ო­ნას მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ვი­დე­ო­ზე, არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი ვი­საც არ სჯე­რათ, რომ ეს მხო­ლოდ დი­ე­ტი­სა და დის­ციპ­ლი­ნის შე­დე­გი იყო.

"ოზემ­პი­კი?“, "კუ­ჭის რე­ზექ­ცია გა­ი­კე­თე?“, - წე­რენ კო­მენ­ტა­რე­ბის ველ­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ორი თვის წინ, თე­ო­ნა კონ­ტრი­ძის გან­ცხა­დე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბა შოკ­ში ჩა­აგ­დო. მომ­ღერ­ლის თქმით, მისი არას­რულ­წლო­ვა­ნი ქა­ლიშ­ვი­ლი წო­ნა­ში დაკ­ლე­ბის მიზ­ნით ოზემ­პიკს იკე­თებ­და, რის შემ­დე­გაც ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნა.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები