„დამიჯერეთ, ასეთი გემრიელი ლობიო არასდროს გამიკეთებია“ – საუკეთესო რეცეპტი მკითხველისაგან

13-04-2025
გიორგი ამილახვარი
Aa

რეცეპტი, რომელიც აქამდე მომზადებულ ყველა ლობიოს რეცეპტს დაგავიწყებთ, ელგა ტაბატაძემ, ჩვენი ფეისბუქჯგუფის წევრმა გაგვიზიარა. მკითხველების სხვა რეცეპტების სანახავად შემოგვიერთდით ფეისბუქჯგუფში. 

ინგრედიენტები

მეგრული მწვანე აჯიკა - 2.00 სკ

ლობიოს საკმაზი - 1.00 სკ

მარილი

ახალი ნიორის ფოთოლი

ახალი პიტნა

შავი პილპილი - 1.00 სკ

რეჰანი - 1.00 სკ

ქონდარი - 1.00 სკ

ქინძი - 1.00 კონა

ოხრახუში - 1.00 კონა

ნიახური - 1.00 კონა

ხახვი

ნიორი

დაფნის ფოთოლი - 1.00 ცალი

წიწაკა - 1.00 ცალი

ლობიო

ტაბულა

მომზადების წესი

ლობიო წინა დღესგაასუფთავეთ, გარეცხეთ და დაალბეთ. დილით წყალი გამოუცვალეთ და მოხარშეთ კარგად, წვენი სულ უნდა ჩაიშროს და გაუსქელდეს,მაშინ არის ლობიო მოხარშული. თავიდანვე დაუმატეთ ერთი მთლიანი წიწაკა, დაფნა, ნიორი წვრილად დაჭრილიგემოვნებით და ისე მოხარშეთ.

მოდაღეთ ზეთში ხახვი, ოქროსფრად რომ შეიბრაწებადაუმატეთ: ნიახური, ოხრახუში, ქინძი, ქონდარი, რეჰანი, შავი პილპილი, ახალი პიტნა, ახალი ნიორის ფოთლები, მარილი, ლობიოს საკმაზი. სულ ბოლოსმეგრული მწვანე აჯიკა. კარგად ამოურიეთ და გამორთეთ. გამოდის სასწაული.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები