"როგორც იქნა, მეც გავეხვიე ერთ ნორმალურ სკანდალში..." - რა განცხადებას აკეთებს მიშო სულუხია მოსკოვში სიმღერაზე

25-06-2023
ლექსო ნოზაძე
Aa

როგორც მოგეხსენებათ, გუშინ გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანდა, რომ რამდენიმე ქართველმა მომღერალმა მოსკოვში იმღერა.

მათ შორის იყო მიშო სულუხია, რომელიც სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

"უიჰჰ, როგორც იქნა მეც გავეხვიე ერთ ნორმალურ სკანდალში

კი ოკუპანტ ქვეყანაში 6 წლის უნახავი დის სანახავად და მეგობრის დაბადების დღეზე ჩავედი, ჩემი მეგობრის ! სცენაზეც ავედი. ვინმეს მართლა ჰგონია, რომ ეს კონცერტი იყო და ამაში ფული ავიღე ?

არა, არ არის მართალი.

საზოგადოების მოტყუება ცუდი საქმეა, არ ვიცი ეს ვინ გააკეთა, მაგრამ იცოდეთ, რომ ეს არც კონცერტი და არც არანაირი მნიშვნელობის მქონე ღონისძიება არ ყოფილა. ქართველი გოგონას დაბადების დღე იყო და იქ შეკრებილი ადამიანებიც ქართველები იყვნენ…

საჯარო შეფასებების დროს სწორი ინფორმაციის ცოდნა და უფრო მეტი ინტელექტის გამოვლენაა საჭირო, ვიდრე სოსო პავლიაშვილის გვერდით დადგომა სამშობლოს ღალატად ფორმულირებაა,“ – წერს მიშო სულუხია.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები