"თუ გადავრჩი როგორც შემოქმედებითი ადამიანი, ოდესმე აუცილებლად აღვწერ რა და როგორ მოხდა" - "საზმაუ" კიდევ ორმა თანამშრომელმა დატოვა

12-04-2025
სახელი არ არის მითითებული
Aa

„სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლი­დან“ ვა­სილ ივა­ნოვ-ჩი­ქო­ვა­ნი­სა და ნინო ზა­უ­ტაშ­ვი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ, "პირ­ვე­ლი არხი" ორმა თა­ნამ­შრო­მელ­მა - თეა კა­ხი­ან­მა და და­ვით ვე­ლი­ჯა­ნაშ­ვილ­მა და­ტო­ვეს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია კა­ხი­ან­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­ავ­რცე­ლა, რო­მელ­საც თან გან­ცხა­დე­ბის ფო­ტოც და­ურ­თო, სა­დაც ის „სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის“ დი­რექ­ტორს თი­ნა­თინ ბერ­ძე­ნიშ­ვილს მი­მარ­თავს და სამ­სა­ხუ­რი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას მო­ი­თხოვს.

რო­გორც თეა კა­ხი­ა­ნი წერს, ყვე­ლა­ფე­რი გა­კეთ­და, რომ არხზე თა­ვი­სუ­ფალ და ურ­ყე­ვი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის მა­ტა­რე­ბელ ადა­მი­ანს ად­გი­ლის პოვ­ნა გა­უ­ჭირ­დეს.

მის მი­ერ­ვე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბი­დან ისიც ირ­კვე­ვა, რომ "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყე­ბე­ლი" კი­დევ-ერ­თმა წამ­ყვა­ნებ­მა და­ვით ვე­ლი­ჯა­ნაშ­ვილ­მაც და­ტო­ვა.

"გუ­შინ „პირ­ვე­ლი არ­ხის“ სა­ხე­ე­ბი, ბრენ­დის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ნინო ზა­უ­ტაშ­ვი­ლი და ვა­სილ ივა­ნოვ-ჩი­ქო­ვა­ნი სამ­სა­ხუ­რი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს არ­ხის­თვის რე­პუ­ტა­ცი­უ­ლი ზი­ა­ნის მი­ყე­ნე­ბის ბრალ­დე­ბით.

არ­ხის მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლო­ბა­ზე სა­ჯა­როდ ილა­პა­რა­კე­სო. ანუ მი­კერ­ძო­ე­ბა კი არაა პრობ­ლე­მა, არა­მედ ამა­ზე სა­ჯა­როდ ლა­პა­რა­კია პრობ­ლე­მა. ყვე­ლა­ფე­რი გა­კეთ­და, რომ არხზე ად­გი­ლის პოვ­ნა გა­უ­ჭირ­დეს თა­ვი­სუ­ფალ და ურ­ყე­ვი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის მა­ტა­რე­ბელ ადა­მი­ანს.

სა­კუ­თარ თავ­საც მო­ვი­აზ­რებ ასე­თად. ასე­ვე, არხი და­ტო­ვა და­ვით ვე­ლი­ჯა­ნაშ­ვილ­მა. ვიცი რომ არა ერთი სხვაც ან სა­კუ­თა­რი გან­ცხა­დე­ბით წავა ან უბ­რა­ლოდ სხვა­დას­ხვა მო­ტი­ვით გა­უშ­ვე­ბენ.

სამ­წუ­ხა­როა-თქო რომ ვთქვა, მოვ­ლე­ნე­ბის არსს ვერ გა­მოვ­ხა­ტავ. თუ გა­დავ­რჩი რო­გორც შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ადა­მი­ა­ნი, ოდეს­მე აუ­ცი­ლებ­ლად აღვწერ რა და რო­გორ მოხ­და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი სახ­სრე­ბით და­ფი­ნან­სე­ბულ არხზე, რო­მელ­საც სულ რამ­დე­ნი­მე წლის წინ დიდი ამ­ბი­ცი­ე­ბი ჰქონ­და.

შე­ვეც­დე­ბი აკა­დე­მი­უ­რი ენით გად­მოვ­ცე თუ რო­გორ გა­მაზ­რდე­ვი­ნა არ­ხმა შვი­ლი და მერე რო­გორ წა­არ­თვა მას სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სივ­რცე. ახლა ამა­ზე ფიქ­რიც კი მი­ჭირს“,- წერს თეა კა­ხი­ა­ნი.

ცნო­ბის­თვის, "სა­ზო­გა­დო­ებ­რივ­მა მა­უ­წყე­ბელ­მა" 11 აპ­რილს ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან წამ­ყვა­ნე­ბი ნინო ზა­უ­ტაშ­ვი­ლი და ვა­სილ ივა­ნოვ-ჩი­ქო­ვა­ნი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, „სა­ჯა­რო სივ­რცე­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბით, ზე­მო­აღ­ნიშ­ნულ თა­ნამ­შრო­მელ­თა ნა­წილ­მა სრუ­ლად ამო­წუ­რა დამ­საქ­მე­ბელ­თან საქ­მი­ა­ნი და კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის რე­სურ­სი, რაც შე­უძ­ლე­ბელს ხდის ნორ­მა­ლურ თა­ნამ­შრომ­ლო­ბას“.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები