"50 000 ფუტის სიმაღლეზე ამოაფრქვევს ფერფლს..." - მეგა ვულკანი, რომელიც 30 წელი მიძინებული იყო, მალე ამოიფრქვევა - რას ამბობენ მეცნიერები

12-04-2025
გიორგი ამილახვარი
Aa

ალას­კა­ში, 11000 ფუ­ტის სი­მაღ­ლის ვულ­კა­ნის მახ­ლობ­ლად, ათო­ბით მი­წისძვრა და­ფიქ­სირ­და - ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ გაზ­რდი­ლი სე­ის­მუ­რი აქ­ტი­ვო­ბა მთა "სპუ­რის" მო­სა­ლოდ­ნელ ამოფრქვე­ვა­ზე მი­ა­ნიშ­ნებს.

ალას­კას ვულ­კა­ნის ობ­სერ­ვა­ტო­რი­ის (AVO) მეც­ნი­ე­რე­ბის დი­რექ­ტო­რის, მეტ ჰე­ნის გან­ცხა­დე­ბით, ვულ­კა­ნი ჰა­ერ­ში 50 000 ფუ­ტის სი­მაღ­ლე­ზე ამო­აფ­რქვევს ფერ­ფლს. თი­თო­ე­უ­ლი აფეთ­ქე­ბა სა­მი­დან ოთხ სა­ა­თამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა.

მტვრის სქე­ლი ფენა კი ქა­ლაქ ან­კო­რი­ჯის და სხვა ახ­ლომ­დე­ბა­რე და­სახ­ლე­ბებს და­ფა­რავს.

AVO-მ ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ გრუნ­ტის დე­ფორ­მა­ცია (ვულ­კა­ნის ზე­და­პი­რის შე­შუ­პე­ბა ან გა­და­ად­გი­ლე­ბა) ბოლო დროს შე­ჩერ­და, მაგ­რამ ეს ნო­ემ­ბერ­სა და დე­კემ­ბერ­შიც მოხ­და, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით კვლავ და­ფიქ­სირ­და.

სე­ის­მუ­რი აქ­ტი­ვო­ბა სპუ­რის მთას­თან 2024 წლის აპ­რილ­ში და­ი­წყო. გა­სულ თვე­ში ვულ­კან­მა მწვერ­ვა­ლის კრა­ტე­რი­დან გა­ზის მა­ღა­ლი დონე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა, რაც ვულ­კა­ნის შიგ­ნით არ­სე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია.

მთა სპუ­რი ბო­ლოს 1992 წელს ამო­იფ­რქვა. 30 წელ­ზე მეტი ხნის წინ ვულ­კან­მა მთე­ლი ქა­ლა­ქი ან­კო­რი­ჯი და­ფა­რა ფერ­ფლით. მტვრი­სა და გა­ზის უზარ­მა­ზა­რი ღრუბ­ლის გამო შუა დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ცა დაბ­ნელ­და და ქა­ლა­ქი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, აე­რო­პორ­ტი 20 სა­ა­თით და­ე­ხუ­რა.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები