"45 წლის კაცი 14 წლის მოზარდს აიძულებდა შესულიყო აბაზანაში და შიშველს, ვიდეოზარი განეხორციელებინა" - პედოფილიის ფაქტი და საგამოძიებოს განცხადება

11-04-2025
გიორგი ამილახვარი
Aa

სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, 14 წლის გო­გო­ნას მი­მართ ჩა­დე­ნი­ლი პე­დო­ფი­ლი­ის და გარ­ყვნი­ლი ქმე­დე­ბის ფაქ­ტზე, 45 წლის მა­მა­კა­ცი და­ა­კა­ვეს.

ინ­ფორ­მა­ცი­ას სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი, Facebook-ის ყალ­ბი გვერ­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, 14 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვებს უკავ­შირ­დე­ბო­და. ბრალ­დე­ბუ­ლი მათ არას­რულ­წლო­ვა­ნი ბი­ჭის ან გო­გოს სა­ხე­ლით ეც­ნო­ბო­და, შე­დი­ო­და ბავ­შვებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში, რის შემ­დე­გაც სექ­სუ­ა­ლუ­რი ში­ნა­არ­სის სა­კი­თხებ­ზე იწყებ­და სა­უ­ბარს და მათ­გან გა­შიშ­ვლე­ბას და ვი­დე­ო­ზა­რის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას მო­ი­თხოვ­და.

"2025 წლის თე­ბერ­ვალ­ში, ბრალ­დე­ბუ­ლი, 14 წლის გო­გო­ნას Facebook-ით და­უ­კავ­შირ­და, მო­ტყუ­ე­ბით მო­ი­პო­ვა მისი ნდო­ბა, რის შემ­დე­გაც მუ­ქა­რით აი­ძუ­ლა შე­სუ­ლი­ყო აბა­ზა­ნა­ში, ჩარ­თუ­ლი­ყო ვი­დე­ო­ზა­რით, გა­შიშ­ვლე­ბუ­ლი­ყო და ინ­ტი­მუ­რი მოქ­მე­დე­ბე­ბი გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა, პა­რა­ლე­ლუ­რად, მი­მო­წე­რის და ვი­დე­ო­ზა­რით სა­უბ­რის დროს, თა­ვა­დაც სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის მოქ­მე­დე­ბებს ახორ­ცი­ე­ლებ­და. ბრალ­დე­ბუ­ლი არას­რულ­წლო­ვან­ზე ფსი­ქო­ლო­გი­ურ ზე­წო­ლას თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ახ­დენ­და.

სპე­ცი­ა­ლურ­მა სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი არას­რულ­წლო­ვა­ნის მო­მარ­თვის შემ­დეგ, გა­მო­ძი­ე­ბა მყი­სი­ე­რად წარ­მარ­თა და გა­და­უ­დე­ბე­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი ჩა­ა­ტა­რა. ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ჩხრე­კის შე­დე­გად ამო­ღე­ბუ­ლი იქნა მისი მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნი­კა. გა­ი­შიფ­რა პე­დო­ფი­ლი­ა­ში მხი­ლე­ბუ­ლი პი­რის მი­მო­წე­რა და ყალ­ბი პრო­ფი­ლე­ბი, რის შემ­დე­გაც გა­მო­ძი­ე­ბამ დუ­შე­თის რა­ი­ო­ნის მცხოვ­რე­ბი 45 წლის მა­მა­კა­ცი და­ნა­შა­ულ­ში ამ­ხი­ლა.

ბრალ­დე­ბუ­ლის ტე­ლე­ფონ­ში ნა­ნა­ხი იქნა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის ყალ­ბი პრო­ფი­ლე­ბი, რომ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბი­თაც მა­მა­კაცს ათე­უ­ლო­ბით არას­რულ­წლო­ვან­თან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი აქვს კო­მუ­ნი­კა­ცია. გარ­და ამი­სა, ნა­ნა­ხი იქნა პორ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი და პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ფოტო და ვი­დეო მა­სა­ლა.

სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბას აგ­რძე­ლებს, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც შეს­წავ­ლი­ლი იქ­ნე­ბა ბრალ­დე­ბუ­ლის ყვე­ლა და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ეპი­ზო­დი.

სამ­სა­ხუ­რი გა­მო­ძი­ე­ბას არას­რულ­წლო­ვა­ნე­ბის სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით წარ­მარ­თავს და ბავ­შვე­ბის უფ­ლე­ბებს საქ­მის ყვე­ლა ეტაპ­ზე და­ი­ცავს.

და­ნა­შა­უ­ლი 15 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­ვახ­სე­ნებთ, რომ სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის ინი­ცი­ა­ტი­ვით პე­დო­ფი­ლი­ა­ში მხი­ლე­ბუ­ლი პი­რე­ბის ელექტრო­ნუ­ლი რე­ესტრი შე­იქ­მნე­ბა და ასე­თი პი­რე­ბის მი­მართ სას­ჯე­ლის მოხ­დის და სა­პა­ტიმ­როს და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ მკაც­რი მო­ნი­ტო­რინ­გი გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი მო­უ­წო­დებს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქეს ინ­ტერ­ნეტ სივ­რცე­ში პე­დო­ფი­ლი­ის, სექ­სუ­ა­ლუ­რი გა­მო­ძალ­ვის, პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის კად­რე­ბით შან­ტა­ჟის შემ­თხვე­ვებ­ზე მი­ა­წო­დონ ინ­ფორ­მა­ცია ცხე­ლის ხა­ზის - 199 მეშ­ვე­ო­ბით“,-აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები