25 წლის ქალმა თბილისში 22 წლის ქმარი მოკლა
თბილისში, 25 წლის ქალი ქმრის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული გუშინ, 22 აგვისტოს მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულმა საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ქმარს, 22 წლის კაცს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.
დაკავებულს 20-წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
"სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები