თბილისში ქმარმა ცოლი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით დაჭრა - "ჩემს შვილს იმდენი ჭრილობა ჰქონდა, სისხლი ფანტანივით ასხამდა..."

24-02-2025
გიორგი ზ.
Aa

თბი­ლის­ში ქმარ­მა ცოლი ცივი ია­რა­ღით დაჭ­რა. ქალი მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბით კლი­ნი­კა­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი და ოპე­რა­ცია უტარ­დე­ბა.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მომ­ხდარს მათი არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლი შე­ეს­წრო.

"ჩემს შვილს იმ­დე­ნი ჭრი­ლო­ბა აქვს, რომ ად­გი­ლი არ აქვს და­ტო­ვე­ბუ­ლი. ამ­დე­ნი ჭრი­ლო­ბით არა­ვინ შე­მო­უყ­ვა­ნი­ა­თო. რომ იძახ­და მიშ­ვე­ლე­თო, ეს არ მიშ­ვებ­და, ჩემი შვი­ლი სის­ხლს ფან­ტა­ნი­ვით ას­ხამ­და. არ ვიცი ახლა რო­გორ გე­ლა­პა­რა­კე­ბით, ჭკუ­ა­ზე არ ვარ." - გა­ნა­ცხა­და და­შა­ვე­ბუ­ლი ქა­ლის დე­დამ "ტვ პირ­ველ­თან" სა­უბ­რი­სას.

რო­გორც AMBEBI.GE-ს შსს-ში გა­ნუ­ცხა­დეს და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი პირი პო­ლი­ცი­ამ ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვა. მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 19-108-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები