"სამი დღეა, რაც თურქეთში წავიდა..." - რა ინფორმაცია ვრცელდება სოსო ჯაჭვლიანთან დაკავშირებით
ყოფილი ქართველი მკლავჭიდელი სოსო ჯაჭვლიანი თურქეთის კლინიკაში მკურნალობს.
აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი მისმა მეგობარმა დავით ლორთქიფანიძემ გააკეთა.
"სოსო 3 დღეა, რაც თურქეთში წავიდა სამკურნალოდ და თურქმა ექიმებმა დაიწყეს მკურნალობის ახალი სტრატეგია. 21 ივნისს გაუკეთეს ქიმიური გადასხმა და თავს ნორმალურად გრძნობს, 2 კვირის შემდეგ კიდევ ჩაუტარებენ მსგავს გადასხმას და ამის შემდეგ გადაწყდება წამოვა საქართველოში და პერიოდულად მოუწევს თურქეთში ჩასვლა, თუ დარჩება კლინიკაში. უახლოესი 2 კვირა იქ ყოფნა გარანტირებულია.
თუმცა, იქ ყოფნა ფინანსურ ხარჯებთანაა დაკავშირებული. სოსოსთან ერთად იმყოფებიან მისი მეუღლე და შვილი და რას გადაწყვეტს ოჯახი, ეს ჯერ არ ვიცი", - ამბობს „დაიჯესტთან“ დათო ლორთქიფანიძე.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები