სუპერ ცომი ხაჭაპურისთვის - რაც ეს ვისწავლე, ხაჭაპური სხვა რეცეპტით აღარ გამომიცხვია

09-04-2025
გიორგი ამილახვარი
Aa

ძალიან რბილი და ფუმფულა ცომი ხაჭაპურისთვის

ინგრედიენტები

ფქვილი - 3 ჭიქა

მაიონეზი - 100 გ

საფუარი - 1 სკ

შაქარი - 1 ჩკ

მარილი - 0.5 ჩკ

ზეთი - 2 სკ

რძე - 1 ჭიქა

მომზადების წესი

საფუარი, შაქარი, 1 ს.კ. ფქვილი შევურიოთ 1/2 ჭიქა თბილ წყალს და 10 წუთი ვადროვოთ. ფქვილი გავცრათ, დავამატოთ მარილი, მაიონეზი, საფუვრიანი წყალი და იმდენი თბილი რძე, რომ რბილი ცომი მივიღოთ (დაახლოებით 1 ჭ). მოვზილოთ ცომი, ბოლოს დავამატოთ ზეთი და კიდევ გადავზილოთ. დავდგათ სითბოში ასაფუებლად. ამ ცომიდან გამოდის ორი დიდი ხაჭაპური.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები