"13 წლის, უკარგესი ბიჭი დაგვეღუპა... ლამის ეზოებში ჩაგვიაროს მატარებელმა, ხალხი იძულებულია ლიანდაგებზე იმოძრაოს" - ბათუმის ტრაგედიის დეტალები

09-04-2025
გიორგი ამილახვარი
Aa

ბა­თუმ­ში, რკი­ნიგ­ზის სად­გუ­რის მიმ­დე­ბა­რედ, მა­ტა­რე­ბე­ლი არას­რულ­წლო­ვანს და­ე­ჯა­ხა და სა­უ­ბე­დუ­როდ, ბიჭი ად­გილ­ზე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა. ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­დაც ეს ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი მუ­შა­ო­ბენ. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, შემ­თხვე­ვა სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში მოხ­და. ისი­ნი მომ­ხდარს რკი­ნიგ­ზის ლი­ან­და­გე­ბი­სა და და­სახ­ლე­ბის მჭიდ­რო სი­ახ­ლო­ვით ხსნი­ან.

- ჩვენს ქა­ლაქ­ში მო­რიგ­მა უბე­დუ­რე­ბამ კვლავ არას­რულ­წლო­ვა­ნი შე­ი­წი­რა. სა­ში­ნე­ლი შოკი და უი­მე­დო­ბა გვაქვს. ჩვენ­თან რკი­ნიგ­ზის ლი­ან­და­გე­ბი, ფაქ­ტობ­რი­ვად, და­სახ­ლე­ბა­ში გა­დის, ლა­მის ეზო­ებ­ში ჩაგ­ვი­ა­როს მა­ტა­რე­ბელ­მა. ამი­ტო­მაც, ხალ­ხს უნდა, თუ არა, იძუ­ლე­ბუ­ლია ლი­ან­და­გებ­ზე იმოძ­რა­ოს, სა­დაც ბავ­შვე­ბიც ხში­რად თა­მა­შო­ბენ და გა­დარ­ბი­ან კი­დეც. ან კი რა ქნან, შინ რომ მი­ვიდ­ნენ, ლი­ან­და­გი უნდა გა­ი­ა­რონ. ეს რკი­ნიგ­ზა ადრე შუა ქა­ლაქ­ში გა­დი­ო­და. მერე, გე­გო­ნე­ბა, კარ­გი გა­მო­სა­ვა­ლი იპო­ვეს და ზუს­ტად არ მახ­სოვს, 17-18 წლის წინ, ჩვენს და­სახ­ლე­ბა­ში გად­მო­ი­ტა­ნეს. ჩვენ­თან ბოლო სად­გუ­რი მდე­ბა­რე­ობს და აქე­დან ხდე­ბა მა­ტა­რებ­ლე­ბის დაძ­ვრა.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები