"პირველად მესმის, არანაირი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები არ იგეგმება!" - კალაძე კახიშვილის განცხადებაზე

08-04-2025
სახელი არ არის მითითებული
Aa

პირ­ვე­ლად მეს­მის აღ­ნიშ­ნუ­ლი. არა­ნა­ი­რი რიგ­გა­რე­შე სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი არ იგეგ­მე­ბა! - ასე უპა­სუ­ხა თბი­ლი­სის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის შე­კი­თხვას, რო­მე­ლიც „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წევ­რის, კახა კა­ხიშ­ვი­ლის მიერ „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „360 გრა­დუს­ში“ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას შე­ე­ხე­ბო­და, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბი შე­საძ­ლოა, 2026 წელს და­ი­ნიშ­ნოს.

ამას­თან, რო­გორც კა­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბა, სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი კი 2028 წელს იქ­ნე­ბა.

"პირ­ვე­ლად მეს­მის აღ­ნიშ­ნუ­ლი. არა­ნა­ი­რი რიგ­გა­რე­შე სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი არ იგეგ­მე­ბა. „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლო“ ემ­ზა­დე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბის­თვის, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ იმის­თვის, რომ ჩა­ვა­ტა­როთ ღირ­სე­უ­ლი სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია, შევ­ხვდეთ მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით მო­სახ­ლე­ო­ბას, არ დავ­ტო­ვოთ არ­ცერ­თი ქა­ლა­ქი, რა­ი­ო­ნი, სო­ფე­ლი, უბ­ნე­ბის დო­ნე­ზეც კი მი­ვი­დეთ და ხალ­ხს ვუ­თხრათ თუ რის გა­კე­თე­ბას ვა­პი­რებთ, რო­გორ ვა­პი­რებთ იმ გა­მოწ­ვე­ვებს ვუ­პა­სუ­ხოთ, რაც დღეს დგას და სა­ჭი­როა მოგ­ვა­რე­ბუ­ლი იყოს. შე­სა­ბა­მი­სად, არა­ნა­ი­რი რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბი არ იგეგ­მე­ბა, 2028 წელს ჩა­ტარ­დე­ბა სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი რო­გორც ეს კონ­სტი­ტუ­ცი­ი­თა და კა­ნო­ნით არის გა­წე­რი­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა ოპო­ზი­ცი­ა­ში ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გა­დას­ვლას, აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბა არ ვიცი სა­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე იქნა გა­კე­თე­ბუ­ლი. გა­მი­ჭირ­დე­ბა ამა­ზე პა­სუ­ხი. რაც შე­ე­ხე­ბა ოპო­ზი­ცი­ურ ველს, ზო­გა­დად, ძა­ლი­ან დიდი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბია. არ­სე­ბობს უკვე დიდი პლატ­ფორ­მა და შე­საძ­ლებ­ლო­ბა იმის, რომ გაჩ­ნდეს ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი. ოპო­ზი­ცია ფაქ­ტობ­რი­ვად არ არ­სე­ბობს, არ­სე­ბობს ქვე­ყა­ნა­ში რა­დი­კა­ლუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბა, რო­მე­ლიც არის გა­მარ­გი­ნა­ლე­ბუ­ლი და მხო­ლოდ და მხო­ლოდ წარ­მო­ად­გეს პრობ­ლე­მას რო­გორც სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის, ასე­ვე ქვეყ­ნი­სა და ამ ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის.

ჩვენ ვართ რი­გი­თი ჯა­რის­კა­ცე­ბი, ვემ­სა­ხუ­რე­ბით ჩვენს ქვე­ყა­ნას და ვა­კე­თებთ ისეთ საქ­მეს, რო­მე­ლიც, პირ­ველ რიგ­ში, ჩვენს სამ­შობ­ლო­სა და ამ ქვეყ­ნის ხვა­ლინ­დელ დღეს წა­ად­გე­ბა“,- გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, კახა კა­ხიშ­ვილ­მა, გა­და­ცე­მა „360 გრა­დუს­ში“ სტუმ­რო­ბი­სას აღ­ნიშ­ნა, რომ რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბი შე­საძ­ლოა 2026 წელს და­ი­ნიშ­ნოს. ამას­თან, მი­სი­ვე თქმით, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა შე­საძ­ლოა „ნამ­დვი­ლი ოპო­ზი­ცია“ შექ­მნას და თორ­ნი­კე რიჟ­ვა­ძეს, გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვილს და იმ ადა­მი­ა­ნებს, რო­მელ­თაც სა­კად­რო ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ე­ხოთ და „ისე დარ­ჩნენ“, [ოპო­ზი­ცი­ა­ში] თა­ვი­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ჩვე­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცეთ. ამა­ვე კონ­ტექ­სტში კა­ხიშ­ვილ­მა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლიც ახ­სე­ნა, რო­მე­ლიც, მისი აზ­რით, „მოვა დრო და წავა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან“.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები