რაც ეს მეთოდი მასწავლეს, ყველაზე ცხიმიან, ჩამჯდარ ლაქებსაც კი წამებში ვაშორებ
ცხიმი და ჩამჯდარი ლაქა სამზარეულოს განუყოფელი ნაწილია, მაგრამ ხელს ნუ ჩაიქნევთ, არსებობს რეცეპტი მათთან გასამკლავებლად, რომელიც ჩვენმა ფეისბუქჯგუფისწევრმა –თამო მეფიშვილმა გაგვიზიარა. გამოიყენეთ ეს რეცეპტისაცხობი ღუმელისა და ქვაბების გასაწმენდად.აშორებს ცხიმიან ლაქებს კაფელზე, დანა –ჩანგალზე, ჭიქებზე.შეგიძლიათ გამოიყენოთ ჭურჭლის სარეცხის შემცვლელადაც.არანაირი ქიმიური საშუალება, მოამზადეთ და შედეგსაც ნახავთ.
ინგრედიენტები:
1. სარეცხი საპონი 150 გრ
2. თბილი წყალი 150 მლ
3. სოდა 100 გრ
სარეცხი საპონი გახეხეთ, დაუმატეთ თბილი წყალი და ათქვიფეთმიქსერით, შემდეგ დაუმატეთ სოდადა გააგრძელეთ თქვეფვ3 წუთის განმავლობაში.
მიღებული მასასარეცხი ღრუბლის დახმარებითწაუსვით ღუმელსდა გააჩერეთ 15 წუთის განმავლობაში, შემდეგ სველი ტილოთი გაწმინდეთასევე ღუმელის სარკესაც, იდეალურად ასუფთავებს.
შეინახეთთავდახურულ მინის ჭურჭელში, საკმაოდ ბლომად გამოდის და ინახება დიდი ხნით.