ისრაელმა აღიარა, რომ ღაზაში მედიკოსების მკვლელობა შეცდომის შედეგი იყო - რას წერს BBC?

06-04-2025
სახელი არ არის მითითებული
Aa

ის­რა­ე­ლის არ­მი­ამ აღი­ა­რა, რომ ღა­ზას სექ­ტორ­ში სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის 15 მუ­შა­კის მკვლე­ლო­ბა მისი ჯა­რის­კა­ცე­ბის შეც­დო­მის შე­დე­გი იყო, - ინ­ფორ­მა­ცი­ას BBC-ი ავ­რცე­ლებს.

საქ­მე ეხე­ბა 23 მარტს მომ­ხდარ ინ­ცი­დენტს, რო­დე­საც პა­ლეს­ტი­ნის "წი­თე­ლი ნა­ხე­ვარ­მთვა­რის სა­ზო­გა­დო­ე­ბის“ სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნე­ბის კო­ლო­ნას, გა­ე­როს მან­ქა­ნას და ღა­ზას სა­მო­ქა­ლა­ქო თავ­დაც­ვის სა­ხან­ძრო მან­ქა­ნას რა­ფაჰთან ცე­ცხლი გა­უხ­სნეს.

ის­რა­ე­ლი თავ­და­პირ­ვე­ლად ამ­ტკი­ცებ­და, რომ ჯა­რის­კა­ცებ­მა ცე­ცხლი იმის გამო გახ­სნეს, რომ კო­ლო­ნა "სა­ეჭ­ვოდ" მი­უ­ახ­ლოვ­და სიბ­ნე­ლე­ში, ჩამ­ქრა­ლი ფა­რე­ბით.

ერთ-ერთი მე­დი­კო­სის მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის კად­რებ­ში კი ჩანს, რომ მან­ქა­ნებს ფა­რე­ბი ან­თე­ბუ­ლი ჰქონ­დათ.

ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის ოფი­ცი­ა­ლურ­მა პირ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რომ ჯა­რის­კა­ცებ­მა მა­ნამ­დე ცე­ცხლი გა­უხ­სნეს ავ­ტო­მო­ბილს, რო­მელ­შიც "ჰა­მა­სის“ სამი წევ­რი იყო. რო­დე­საც სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნე­ბი ტე­რი­ტო­რი­ას მი­უ­ახ­ლოვ­დნენ, სა­ჰა­ე­რო მეთ­ვალ­ყუ­რე­ებ­მა ჯა­რის­კა­ცებს აც­ნო­ბეს, რომ კო­ლო­ნა სა­ეჭ­ვოდ მოძ­რა­ობ­და. რო­დე­საც სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნე­ბი "ჰა­მა­სის“ წევ­რე­ბის ავ­ტო­მო­ბი­ლის გვერ­დით გა­ჩერ­დნენ, ჯა­რის­კა­ცებ­მა ჩათ­ვა­ლეს, რომ მათ საფრ­თხე ემუქ­რე­ბო­დათ და ცე­ცხლი გახ­სნეს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არ არ­სე­ბობს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რომ სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ჯგუ­ფი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი იყო.

ის­რა­ელ­მა აღი­ა­რა, რომ ად­რინ­დე­ლი ან­გა­რი­ში, რო­მელ­შიც ნათ­ქვა­მი იყო, რომ კო­ლო­ნა ჩამ­ქრა­ლი ფა­რე­ბით მი­უ­ახ­ლოვ­და, არა­ზუს­ტი იყო და ჯა­რის­კა­ცე­ბის ნა­ამ­ბობს ეყ­რდნო­ბო­და.

ის­რა­ე­ლი აცხა­დებს, რომ მომ­ხდარს სა­ფუძ­ვლი­ან შე­ის­წავ­ლის, "წი­თე­ლი ნა­ხე­ვარ­მთვა­რის სა­ზო­გა­დო­ე­ბა“ და ბევ­რი სხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცია კი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბას ითხოვს.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები