სად და როდიდან დაარეგულირებს ხელოვნური ინტელექტი თბილისში შუქნიშნებს?

03-04-2025
სახელი არ არის მითითებული
Aa

გმირ­თა მო­ე­დან­ზე შუქ­ნიშ­ნე­ბის მუ­შა­ობს ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტი და­ა­რე­გუ­ლი­რებს. რო­გორც დღეს თბი­ლი­სის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და, გმირ­თა მო­ედ­ნის პრო­ექ­ტი დას­რუ­ლე­ბუ­ლია და ამ ეტაპ­ზე, შუქ­ნიშ­ნე­ბის კა­ლიბ­რა­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს.

კახა კა­ლა­ძე ლა­გუ­ნა ვე­რეს მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე დე­და­ქა­ლა­ქის მე­რის მო­ად­გი­ლეს­თან ირაკ­ლი ბენ­დე­ლი­ან­თან და ურ­ბა­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნელ­თან ნინი ბა­გაშ­ვილ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და. რო­გორც მერ­მა აღ­ნიშ­ნა, პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, ლა­გუ­ნა ვე­რეს მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, გზის მო­ნაკ­ვე­თი 3-ზო­ლი­ა­ნი გახ­და.

"მოგ­ვი­წია კონ­კრე­ტუ­ლი ობი­ექ­ტე­ბის გა­მოს­ყიდ­ვა იმის­თვის, რომ ეს სა­მუ­შა­ო­ე­ბი ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო. დღეს ხე­დავთ, რო­გორ არის მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი და გამ­ტა­რუ­ნა­რი­ა­ნო­ბა გაზ­რდი­ლი“,- გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

როგორც ირაკლი ბენდელიანმა განმარტა, დაემატა ლაგუნა ვერედან სანაპიროსკენ გასასვლელი ერთი ზოლი, ამასთან, სატესტო რეჟიმშია შუქნიშნებიც.

„ეს არის ურთულესი კვანძი ქალაქში, სადაც უამრავი მანქანა იყრის დღის განმავლობაში თავს და როგორც გვახსოვს, იყო სრულიად დაურეგულირებელი მოძრაობა. ამის დასარეგულირებლად მოეწყო ტერიტორიაზე 3 შუქნიშნის ობიექტი. ერთი განთავსებულია ჭაბუა ამირეჯიბის ქუჩის დასასრულში, მეორე უშუალოდ მოედანზეა განთავსებული და მესამე სანაპიროსთან ჩასასვლელში. ეს შუქნიშნები ჩვენ საშუალებას მოგვცემს, ნაკადები დარეგულირდეს ისე, რომ მანქანებმა ერთმანეთს ხელი არ შეუშალონ, გადაადგილდნენ სასურველი მიმართულებით. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ აქ საერთოდ არ არსებობდა ქვეითთა გადასასვლელი სივრცე და მოეწყო ტროტუარი, სადაც ქვეითი უსაფრთხოდ შეძლებს გადადგილებას. მათ შორის, ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელები მოეწყო ამ შუქნიშნის კვანძებზე ის, რომ მანქანა საერთოდ არ შეფერხდება და ქვეითები უსაფრთხოდ გადაადგილდებიან.

შუქნიშნებზე მინდა აღვნიშნო, მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნური ინტელექტი დაარეგულირებს ამ მოძრაობას, თავიდან რა თქმა უნდა, საჭიროა კალიბრაცია ამ შუქნიშნების, რაც რამდენიმე დღეს მოითხოვს ხოლმე. დაახლოებით, 1 კვირის განმავლობაში ჩვენ ყოველდღე ვაკვირდებით ნაკადებს, ვტესტავთ შუქნიშნებს და ალბათ, 1 კვირაში უკვე გვექნება შედეგი დარეგულირებული მოძრაობის“,- განაცხადა ურბანული სამსახურის ხელმძღვანელმა ნინი ბაგაშვილმა.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები