ცომის პასკა გირჩევნიათ თუ ხაჭოს პასკა - ხაჭოს პასკის თამო მეფიშვილის რეცეპტი
„ავღნიშნავ, ვუმატებდი შაქარს, მაგრამ ამჯერად შევცვალე და დავუმატე შესქელებული რძე, მართლაც უგემრიელესია“ - თამო მეფიშვილი, ჩვენი ფეისბუქჯგუფის წევრი. მკითხველების სხვა რეცეპტების სანახავად შემოგვიერთდით ფეისბუქჯგუფში.
ინგრედიენტები
ცუკატები - 200.00 გრ
ვანილი - 1.00 ცალი
კარაქი - 220.00 გრ
მოუხარშავი შესქელებული რძე - 300.00 გრ
არაჟანი - 220.00 გრ
ხაჭო - 900.00 გრ
ტაბულა
მომზადების წესი
მაღალპროცენტიანიხაჭო გაცერით საცერზე, დაუმატეთოთახის ტემპერატურის კარაქი. გამოიყენეთ ბლენდერი, ან მიქსერი. შემდეგ არაჟანიდაუმატეთ, ასევე შესქელებული რძე და ვანილი, ბოლოს ცუკატები.
აიღოთ ფორმა, ცალკე მარლა, ამოავლეთ თბილ წყალში, ჩაუფინეთ ფორმას მარლა, გადაიტანეთ ხაჭოს მასა, ზემოდან სიმძიმე დაადევით, 24 საათი მაცივარში დატოვეთ, საოცრად გემრიელია.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები