ქმარს გავშორდი უკვე დიდი ხანია და სამშვიდობოს ამის წყალობით გავედი - ნინი ქარსელაძე

03-04-2025
გიორგი ამილახვარი
Aa

უკვე წლე­ბია, რაც ნინი ქარ­სე­ლა­ძე მე­დი­ას­თან ნაკ­ლე­ბად თა­ნამ­შრომ­ლობს, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად თუ თემა პი­რად ცხოვ­რე­ბას ეხე­ბა. ნი­ნის გა­უქ­მე­ბუ­ლი აქვს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი "ფე­ის­ბუ­ქი" და "ინ­სტაგ­რამ­ზეც" იშ­ვი­ა­თად აჩენს ფო­ტო­ებს. ერთი წლის წინ მისი და­ო­ჯა­ხე­ბის შე­სა­ხებ მხო­ლოდ მას შემ­დეგ გახ­და ცნო­ბი­ლი, რაც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, დე­დამ, ხა­თუ­ნა ჟორ­და­ნი­ამ და­წე­რა, რომ - ნინი გა­თხოვ­და.

თუმ­ცა, რო­გორც მომ­ღე­რალ­მა ახ­ლა­ხან თა­ვის გა­მომ­წე­რებს აც­ნო­ბა, 5 წლი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ, მე­უღ­ლეს - თაზო ჯა­ხუ­ტაშ­ვილს და­შორ­და.

"ქმარს გავ­შორ­დი უკვე დიდი ხა­ნია. 5 წლის მან­ძილ­ზე ვი­ყა­ვი და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი. და­შო­რე­ბის შემ­დეგ ღმერ­თის, ჩემი ოჯა­ხი­სა და მე­გობ­რე­ბის წყა­ლო­ბით გა­ვე­დი სამ­შვი­დო­ბოს. ეს გზა მარ­ტი­ვი, რა თქმა უნდა, არ არის, მაგ­რამ მთა­ვა­რია, მო­ინ­დო­მო. და­შო­რე­ბის მი­ზე­ზებ­ზე მხო­ლოდ იმი­ტომ არ ვი­სა­უბ­რებ, რომ სა­კუ­თარ თავს ვცემ პა­ტივს. მო­მა­ვალ­ში შვი­ლის ყო­ლას, რა თქმა უნდა, ვგეგ­მავ. დე­და­მი­წა­ზე ქა­ლის მოს­ვლის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და მთა­ვა­რი ფუნ­ქცია ვთვლი, რომ შვი­ლის გა­ჩე­ნაა," - წერს “ინ­სტაგ­რამ­ზე“ ნინი ქარ­სე­ლა­ძე, სა­დაც გა­მომ­წე­რე­ბის შე­კი­თხვებს გუ­ლახ­დი­ლად უპა­სუ­ხა.

წარ­მო­შო­ბით ბა­თუ­მე­ლი ჯა­ხუ­ტაშ­ვი­ლი ბავ­შვო­ბი­დან თბი­ლის­ში ცხოვ­რობს. მას უკვე ჰყავ­და ოჯა­ხი, მე­უღ­ლეს და­შორ­და და ორი შვი­ლი ჰყავს. ბიჭი 3 წლის იყო, როცა მამა და­ე­ღუ­პა, დედა კი მე­ო­რედ და­ო­ჯახ­და და ჯა­ხუ­ტაშ­ვი­ლი ფაქ­ტობ­რი­ვად მა­მო­ბილ­მა, ბიზ­ნეს­მენ­მა თა­მაზ ნი­ჟა­რა­ძემ გა­ზარ­და.

თაზო ჯა­ხუ­ტაშ­ვი­ლის სა­ხე­ლი და გვა­რი პა­ნა­მის იმ დო­კუ­მენ­ტებ­ში ფი­გუ­რი­რებს, სა­დაც გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია ქარ­თვე­ლი მი­ლი­ო­ნე­რე­ბის სია. ამ სი­ა­ში ვხვდე­ბით ისეთ ცნო­ბილ სა­ხე­ლებ­სა და გვა­რებს, რო­გო­რე­ბი­ცაა: ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, და­ვით ია­კო­ბაშ­ვი­ლი, ვანო ჩხარ­ტიშ­ვი­ლი, კობა ნა­ყო­ფია და სხვე­ბი...


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები