„ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა ჩემ წინა სთორის, უკვე წარსული ამბავია, კარგად ვარ, არაფერი საშიშროება არ მემუქრება“ – თიკა ჯამბურიას

30-03-2025
გიორგი ამილახვარი
Aa

თიკა ჯამბურიას, რომელსაც მელანომის დიაგნოზი დაუსვეს, ამჯერად თავს კარგად გრძნობს.

მომღერალმა გამომწერებს რთული პერიოდის დროს გადაღებული კადრები გაუზიარა, რასაც ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

„აქ ჯერ არ ვიცი, რომ რამდენიმე დღეში მელანომას დიაგნოზს დამისვამენ“ – თიკა ჯამბურიას სასწრაფო ოპერაციის გაკეთება დასჭირდა

მომღერალს მელანომას დიაგნოზი დაუსვეს.

„ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა ჩემ წინა სთორის, უკვე წარსული ამბავია, უბრალოდ არ მილაპარაკია არავისთან ამ თემაზე. არ მინდოდა, დიდი აჟიოტაჟი გამომეწვია. კარგად ვარ, ჯანმრთელად ვარ, რაც მთავარია, არაფერი საშიშროება არ მემუქრება.

ახლა გადაღლილი, თუმცა ალბათ ოდესმე მოვყვები ამ ისტორიას,“ – ამბობს თიკა ჯამბურია.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები