ცნობილი ბიზნესმენი და ოთხი შვილის მამა ბექა ხოფერია მესამ ცოლს დაშორდა - ვინ არის მისი ახალი რჩეული

29-03-2025
გიორგი ამილახვარი
Aa

როგორც ცნობილია, ბიზნესმენი, პოლიტიკოს ხათუნა ხოფერიას ვაჟი და მომღერალ თიკა ჯამბურიას ყოფილი მეუღლე ბექა ხოფერია მესამე ცოლს ცოტა ხნის წინ დაშორდა. რამდენიმე დღის წინ შეყვარებულთან ერთად მალდივებზე ისვენებდა და იქიდან გამოაქვეყნა ვიდეო. მისი რჩეული ნუცა ადამიაა, რომელიც წარსულში ირაკლი ალასანიას ვაჟზე იყო დაქორწინებული.

ბექა ხოფერიას გახმაურებული ქორწილის შესახებ შარშან ივლისში საუბრობდა საზოგადოება. ცნობილი ბიზნესმენი, რომელიც სამშენებლო ბიზნესს უძღვება, რა ხანია, საზოგადოების ყურადღების ცენტრშია.

ბექა და მისი მესამე მეუღლე სოფო ქურდიანი ხუთ წელზე მეტ ხანს იყვნენ ერთად და საერთო შვილს გიორგის ზრდიდნენ. დაქორწინება მხოლოდ შარშან გადაწყვიტეს. ქორწილი სიცილიაში გადაიხადეს. საქართველოდან სიცილიაში 90-მდე ადამიანი გაემგზავრა. ძველ ციხე-სიმაგრეში გამართულ ცერემონიას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა, მით უმეტეს, რომ ქორწილს ბექას პირველი ცოლი თიკა ჯამბურია და მათი საერთო ქალიშვილი ნინა ესწრებოდნენ.

სოფოც ბიზნესმენია, როგორც ბექა. ბექასთვის ეს მესამე ქორწინება იყო და სამი ქალიშვილის შემდეგ სწორედ ამ ურთიერთობისას შეეძინა ვაჟი გიორგი. ნინას გარდა, მას კიდევ ორი ქალიშვილი ჰყავს მეორე ქორწინებიდან - ასირიელ ინასთან, რომელსაც თავის ყველაზე ლამაზ ცოლად მოიხსენიებდა ხოლმე.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები