რა განცხადებას ავრცელებს სებ-ი გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს Visa და Mastercard-ის საქმიანობის შეზღუდვა იგეგმება

29-03-2025
სახელი არ არის მითითებული
Aa

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს Visa და Mastercard-ის საქ­მი­ა­ნო­ბის შე­ზღუდ­ვა იგეგ­მე­ბა, დე­ზინ­ფორ­მა­ცი­აა, - ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბას ეროვ­ნუ­ლი ბან­კი ავ­რცე­ლებს.

ამას­თან, ეროვ­ნუ­ლი ბან­კის გან­მარ­ტე­ბით, მსოფ­ლიო ბანკთან ერ­თად მუ­შა­ო­ბენ მყი­სი­ე­რი გა­დახ­დე­ბის სის­ტე­მის და­ნერგვის პრო­ექ­ტზეც, რა სის­ტე­მაც მო­სახ­ლე­ო­ბი­სა­და ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თვის 2026 წლის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან იქ­ნე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი.

რო­გორც სებ-ი აცხა­დებს, "აღ­ნიშ­ნუ­ლი არა­სა­ბა­რა­თე და ტრა­დი­ცი­უ­ლი სა­ბა­რა­თე (VISA, Master Card, American Express) სა­გა­დახ­დო სქე­მე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში, ისე­ვე რო­გორც მსოფ­ლი­ოს წამ­ყვან ქვეყ­ნებ­ში, იმუ­შა­ვებს ერ­თმა­ნე­თის პა­რა­ლე­ლუ­რად, რაც შექ­მნის სა­გა­დახ­დო სფე­რო­ში მეტ კონ­კუ­რენ­ცი­ას და უზ­რუნ­ველ­ყოფს მოს­მა­ხუ­რე­ბის ფარ­თო არ­ჩე­ვანს მომ­ხმა­რებ­ლის­თვის“.

"გვსურს გა­მო­ვეხ­მა­უ­როთ სხვა­დას­ხვა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებ­ში გავ­რცე­ლე­ბულ დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ას იმის შე­სა­ხებ, რომ თით­ქოს სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­გა­დახ­დო სის­ტე­მე­ბის - VISA და MASTERCARD-ის საქ­მი­ა­ნო­ბის შე­ზღუდ­ვა იგეგ­მე­ბა.

პირ­ველ რიგ­ში, გან­ვმარ­ტავთ, რომ ეს არის დე­ზინ­ფორ­მა­ცია და რე­ა­ლუ­რი ფაქ­ტე­ბის მცდა­რი ინ­ტერპრე­ტა­ცი­ის მცდე­ლო­ბა, რო­მე­ლიც არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­ნამ­დვი­ლეს. სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის ერთ-ერთი ფუნ­ქცი­აა, ხელი შე­უ­წყოს სა­გა­დახ­დო სის­ტე­მის უსაფრ­თხო, მდგრად და ეფექ­ტი­ან ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას.

ამ ფუნ­ქცი­ის შე­სას­რუ­ლებ­ლად, ეროვ­ნუ­ლი ბან­კი მუდ­მი­ვად ზრუ­ნავს ქვეყ­ნის სა­გა­დახ­დო სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის, მისი ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის, ეფექ­ტი­ა­ნო­ბის, უსაფრ­თხო­ე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის­თვის, ასე­ვე ამ კუ­თხით კონ­კუ­რენ­ტუ­ლი გა­რე­მოს შექ­მნის­თვის. კერ­ძოდ, ეროვ­ნუ­ლი ბან­კი თა­ვად ავი­თა­რებს სა­გა­დახ­დო ინფრას­ტრუქ­ტუ­რას, ამ­ზა­დებს წი­ნა­და­დე­ბებს სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის, ასე­ვე თა­ნამ­შრომ­ლობს მსოფ­ლი­ოს წამ­ყვან ტექ­ნო­ლო­გი­ურ კომ­პა­ნი­ებ­თან, მათ შო­რი­საა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ბა­რა­თე სის­ტე­მე­ბი Visa და Mastercard.

აღ­ნიშ­ნუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი 25 წელ­ზე მე­ტია წარ­მოდ­გე­ნი­ლე­ბი არი­ან სა­ქარ­თვე­ლო­ში და უდი­დე­სი წვლი­ლი შე­აქვთ ქვეყ­ნის სა­გა­დახ­დო სფე­როს გან­ვი­თა­რე­ბა­ში, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში უნაღ­დო გა­დახ­დე­ბის ზრდის ერთ-ერთ მთა­ვა­რი ხელ­შემ­წყო­ბი იყო. Visa და Mastercard-თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში პე­რი­ო­დუ­ლად ინერ­გე­ბა ახა­ლი პრო­დუქ­ტე­ბი, მათ შო­რის ტრანს-სა­სა­ზღვრო გა­და­რი­ცხვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი.

თუმ­ცა ფი­ნან­სუ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბამ, სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა მსოფ­ლი­ოს წამ­ყვან ტრა­დი­ცი­ულ სა­გა­დახ­დო სის­ტე­მებს გა­ე­უმ­ჯო­ბე­სე­ბი­ნათ მათი ეფექ­ტი­ა­ნო­ბა, კერ­ძოდ, შე­იქ­მნა ახა­ლი თა­ო­ბის სის­ტე­მა - მყი­სი­ე­რი გა­დახ­დე­ბის სის­ტე­მა, რო­მე­ლიც დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით უკვე 120-ზე მეტ ქვე­ყა­ნა­ში და­ი­ნერ­გა. ეს სის­ტე­მე­ბი მუ­შა­ო­ბენ ბა­რა­თე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის გა­რე­შე და აქვთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა სა­ბო­ლოო მომ­ხმა­რე­ბელს შეს­თა­ვა­ზონ სა­ბა­რა­თე გა­დახ­დე­ბის ანა­ლო­გი­უ­რი გა­დახ­დის მე­თო­დი, გარ­კვე­ულ შემ­თხვე­ვებ­ში მეტი უპი­რა­ტე­სო­ბე­ბით, რო­გო­რი­ცაა ოპე­რა­ცი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ხარ­ჯი და გა­და­რი­ცხვის მიმ­ღე­ბის­თვის თან­ხის და­უ­ყოვ­ნე­ბე­ლი ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა.

ეროვ­ნულ­მა ბან­კმა რამ­დე­ნი­მე წლის წინ, მსოფ­ლიო ბანკთან ერ­თად, და­ი­წყო მყი­სი­ე­რი გა­დახ­დე­ბის სის­ტე­მის და­ნერგვის პრო­ექ­ტზე მუ­შა­ო­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი სის­ტე­მა 2026 წლის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან ხელ­მი­საწ­ვდო­მი იქ­ნე­ბა უკვე ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის და ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თვის. უფრო მე­ტიც, აღ­ნიშ­ნუ­ლი სის­ტე­მა კი­დევ უფრო მე­ტად გა­ნა­ვი­თა­რებს, ე.წ. „ღია ბან­კინ­გის“ მომ­სა­ხუ­რე­ბებს, რომ­ლებ­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში სთა­ვა­ზო­ბენ ეროვ­ნუ­ლი ბან­კის მიერ რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი ფინ­ტექ კომ­პა­ნი­ე­ბი სა­გა­დახ­დო მომ­სა­ხუ­რე­ბის პრო­ვა­ი­დე­რე­ბის სტა­ტუ­სით.

უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ არა­სა­ბან­კო სა­გა­დახ­დო მომ­სა­ხუ­რე­ბის პრო­ვა­ი­დე­რე­ბის ინ­სტი­ტუ­ტის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა და „ღია ბან­კინ­გის“ მომ­სა­ხუ­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ერთ-ერთი მო­თხოვ­ნაა, რო­მე­ლიც სრუ­ლად იყო შეს­რუ­ლე­ბუ­ლი 2022 წელს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბით. მყი­სი­ე­რი გა­დახ­დე­ბი­სა და ღია ბან­კინ­გის მომ­სა­ხუ­რე­ბე­ბის სი­ნერ­გია სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს მომ­ხმა­რებ­ლებს და კერ­ძო სუ­ბი­ექ­ტებს თა­ვი­ანთ მო­თხოვ­ნებ­ზე მორ­გე­ბუ­ლი და ხელ­მი­საწ­ვდო­მი მომ­სა­ხუ­რე­ბა მი­ი­ღონ. უნდა აღი­ნიშ­ნოს რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ბა­რა­თე გა­დახ­დე­ბის საკ­მა­ოდ მა­ღალ დო­ნე­ზე გან­ვი­თა­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, კვლავ მცი­რე მე­წარ­მე­ე­ბის­თვის ეს გა­დახ­დის მე­თო­დი არ არის ფარ­თოდ ხელ­მი­საწ­ვდო­მი მისი მომ­სა­ხუ­რე­ბის მა­ღა­ლი სა­კო­მი­სი­ოს გამო. სწო­რედ, მყი­სი­ე­რი გა­დახ­დე­ბის სის­ტე­მა ფინ­ტექ კომ­პა­ნი­ებ­თან კო­ლა­ბო­რა­ცი­ით, გაზ­რდის ელექტრო­ნუ­ლი გა­დახ­დე­ბის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბას იმ სექ­ტორ­ში, რო­მე­ლიც დღეს ამ მომ­სა­ხუ­რე­ბას მოკ­ლე­ბუ­ლია.

და­მა­ტე­ბით უნდა აღი­ნიშ­ნოს, ახა­ლი სა­გა­დახ­დო სის­ტე­მა იმუ­შა­ვებს სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტის სა­ფუძ­ველ­ზე და თავ­სე­ბა­დია ევ­როს ერ­თი­ა­ნი სა­გა­დახ­დო სივ­რცის (SEPA) სქე­მებ­თან, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვცემს SEPA გე­ოგ­რა­ფი­ულ არე­ალ­ში სა­ქარ­თვე­ლოს გა­წევ­რი­ა­ნე­ბის შემ­დეგ გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­გა­დახ­დო სის­ტე­მის ევ­რო­პულ სა­გა­დახ­დო სის­ტე­მას­თან ინ­ტეგ­რა­ცია.

გან­ვმარ­ტავთ, რომ ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი არა­სა­ბა­რა­თე და ტრა­დი­ცი­უ­ლი სა­ბა­რა­თე (VISA, Master Card, American Express) სა­გა­დახ­დო სქე­მე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში ისე­ვე რო­გორც მსოფ­ლი­ოს წამ­ყვან ქვეყ­ნებ­ში მუ­შა­ობს და კვლა­ვაც იმუ­შა­ვებს ერ­თმა­ნე­თის პა­რა­ლე­ლუ­რად, რაც შექ­მნის სა­გა­დახ­დო სფე­რო­ში მეტ კონ­კუ­რენ­ცი­ას და უზ­რუნ­ველ­ყოფს მოს­მა­ხუ­რე­ბის ფარ­თო არ­ჩე­ვანს მომ­ხმა­რებ­ლის­თვის“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები