ვეძებ შვილს, ვეძებ სამართალს, დამეხმარეთ ადამიანებო, მაპოვნინეთ ჩემი 24 წლის შვილი, ჩემი გიგა, მეწვის სული, მეტი აღარ შემიძლია“ – 9 თებერვლის შემდეგ დაკარგული ბიჭის დედა

27-03-2025
გიორგი ამილახვარი
Aa

9თებერვალს თბილისში 24 წლის გიგა დაუშვილი გაუჩინარდა.

მას ოჯახის წევრები და ახლობლები ამ დრომდე ეძებენ. გავრცელებული ინფორმაციით, გიგა დიღმის ჭალებში იმყოფებოდა.

როგორც დედამისი Ambebi.ge-სთან აცხადებს, გიგას სამძებრო სამუშაოები 13 მარტს განახლდა, თუმცა უშედეგოდ.

„9 თებერვლის შემდეგ უშედეგოდ ვეძებთ ჩემს შვილს. პოლიცია და მაშველები ეძებნენ, მობილური ტელეფონი რომ ვიპოვეთ, იმ ადგილას, სადაც ის ბოლო დროს იმყოფებოდა.. ყველაფერი მოვიარე. სამწუხაროდ, ვერაფერი ვიპოვეთ.

გამომძიებელს ყოველდღე ვურეკავ და მეუბნება ახლა სხვადასხვა კუთხით ვაგრძელებთ ძიებასო, ჯერ არაფერია გარკვეული..

ჩვენ დევნილები ვართ. არ იყო ჩემი შვილი უპასუხისმგებლო რომ ასე დავეტოვებინე. საშინელებაა ვერც ცოცხალს ვპოულობთ და ვერც მკვდარს. ვეძებ სიმართლეს, ვეძებ შვილს, ვეძებ სამართალს. დამეხმარეთ ადამიანებო, მაპოვნინეთ ჩემი 24 წლის შვილი, ჩემი გიგა, მეწვის სული, მეტი აღარ შემიძლია“, – აცხადებს გიგას დედა.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები