გერმანიამ ქართველების დეპორტაცია დაიწყო რა ინფორმაცია ხდება ცნობილი?

26-03-2025
სახელი არ არის მითითებული
Aa

გერმანიამ ქართველების დეპორტაცია დაიწყო – გუშინ გვიან ღამით, ბერლინიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი რეისი დაჯდა

დეპორტირებულებს შორის არიან, გერმანიაში, სამკურნალოდ წასული ქართველები, ასევე ოჯახები მცირეწლოვანი ბავშვებით.

2 დღის წინ, გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ დამატებითი სანქციები დაუწესა თანამდებობის პირებს საქართველოდან.

გერმანიამ დააწესა დამატებითი შეზღუდვები ქვეყანაში შემოსვლაზე ქართველი თანამდებობის პირებისათვის, რომლებიც [პროტესტის] ჩახშობაზე არიან პასუხისმგებელნი დაწერა საგარეო საქმეთა სამინისტრომ სოციალურ ქსელ X-ზე.

გარდა ამისა, 5 დღის წინ ბერლინის ადმინისტრაციულმა სასამართლომ განაცხადა, არსებობს სერიოზული ეჭვები საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად კლასიფიკაციასთან დაკავშირებით.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები