მიქაუტაძის სატრანსფერო ღირებულება გაიზარდა!-Transfermarkt-მა ქართველების სატრანსფერო ღირებულებები განაახლა

24-03-2025
სახელი არ არის მითითებული
Aa

ცნობილმა უცხოურმა სამენეჯერო სააგენტო Transfermarkt-მა ქართველი ფეხბურთელების ფასები განაახლა.

პროგრესი აქვს ზურიკო დავითაშვილს. ზურიკო აქამდე სატრანსფერო ბაზარზე 8 მილიონი ღირდა, ამჟამად კი უკვე 10 მილიონი ევრო ღირს.

პროგრესი აქვს ასევე გიორგი მიქაუტაძესაც. ჟორჟის ფასი 18-დან 20 მილიონ ევრომდე გაიზარდა.

დაიკლო კვარაცხელიას და მამარდაშვილის ფასებმა.

კვარა აქამდე 85 მილიონი ევრო ღირდა, განახლებული მონაცემების შემდეგ კი 80 მილიონი ევრო ღირს.

რაც შეეხება მამარდაშვილს, გიორგის სატრანსფერო ღირებულებამ 40 მილიონი ევროდან 30 მილიონამდე დაიწია.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები