"ამდენი ნაცრის ყრა სტადიონზე ჩხუბის გამო უაზრობაა, ცუდი იქნება თუ ამის გამო... - თამარ ჩერგოლეიშვილი

24-03-2025
გიორგი ამილახვარი
Aa

"ფედერალისტების" ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი, "დინამო არენაზე" მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით წერს:

"ამდენი ნაცრის ყრა სტადიონზე ჩხუბის გამო უაზრობაა, ცუდი იქნება თუ ამის გამო სანქცია დაწესდა და შემდეგ თამაშს მაყურებელი ვერ დაესწრო.

არმენოფობია რომ ნორმაა ამას რეჟიმის პროპაგანდა საუკეთესოდ ადასტურებს - პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციას ცდილობენ სომხობით, რადგანაც თვლიან რომ ეს მომგებიანია. აგერ გუშინ შალვა ნათელაშვილმაც იკადრა უკადრებელი მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ.

მაგრამ სტადიონზე ჩხუბები ყოველგვარი ფობიების გარეშეც ხდება და ამისთვის სანქციებიც არსებობს."


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები