"დედაჩემმა დამირეკა, სამკაულები უნდა დავმალო-მეთქი" - რას წერს მარიამ გეგუჩაძე

19-03-2025
სახელი არ არის მითითებული
Aa

სამოქალაქო აქტივისტი, მარიამ გეგუჩაძე "ნანუკას ფონდის" დაყადაღებასთან და მოსალოდნელ ჩხრეკასთან დაკავშირებით პოსტს ავრცელებს და წერს:

"აი, ამ ტრაგიკული ყოფის კომიკურობაზე დავფიქრდი: დედაჩემმა დამირეკა, სავარაუდოდ, ჩხრეკაზე შემოვლენო. დავფიქრდი და ინსტინქტურად, სამკაულები უნდა დავმალო-მეთქი გავიფიქრე. ანუ ჩხრეკის დროს, იმაზე უნდა მანერვიულონ, რას მომპარავენ"- წერს მარიამ გეგუჩაძე.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურის მოთხოვნით ის ფონდები, რომლებიც აქციის დაჯარიმებული მონაწილეებისთვის ჯარიმებს იხდიდნენ და დაკავებულთა ოჯახებს ფინანსურად ეხმარებოდნენ დაყადაღდა, მათ შორის არის - "prosperitygeorgia.org" – ნიკა გილაურის ფონდი, "Human Rights House Tbilisi" • თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი და "ნანუკას ფონდი".



FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები