გიული ალასანიარაც მიხეილ სააკაშვილი ციხეშია, თან მოწამლეს, თან კლავდნენ, ჩემთვის... -

17-03-2025
გიორგი ამილახვარი
Aa

“ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან არა­ფე­რი მიკ­ვირს“, - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის დედა, გი­უ­ლი ალა­სა­ნია სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის 12,6 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თის თა­ო­ბა­ზე მო­სა­მარ­თლის გა­ნა­ჩენს.

ალა­სა­ნი­ას თქმით, მის შვილს ქვეყ­ნის­თვის გა­კე­თე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბის­თვის სჯი­ან.

“ის არის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც არ­ნა­ხუ­ლი ამ­ბე­ბი გა­უ­კე­თა სა­ქარ­თვე­ლოს, თა­ვის საყ­ვა­რელ ქვე­ყა­ნას და მი­ი­ღო ეს, ამის გამო ის­ჯე­ბა. ჩემ­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი რა უნდა იყოს მას შემ­დეგ, რაც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ცი­ხე­შია, თან მო­წამ­ლეს, თან კლავ­დნენ, ამის შემ­დეგ, ჩემ­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი რა უნდა იყოს, არ ვიცი“, - გა­ნა­ცხა­და ალა­სა­ნი­ამ.

ცნო­ბის­თვის, სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის უკა­ნო­ნო კვე­თის ფაქ­ტზე ბრალ­დე­ბუ­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­სა­მარ­თლომ დამ­ნა­შა­ვედ ცნო.

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლის მი­ხე­ილ ჯინ­ჯო­ლი­ას გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სა­ა­კაშ­ვილს 4 წლი­თა და 6 თვის ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა. თუმ­ცა, მას ასე­ვე და­ე­მა­ტა სა­ბი­უ­ჯე­ტო თან­ხე­ბის გაფ­ლან­გვი­დან სას­ჯე­ლი 8 წლით და სა­ერ­თო ჯამ­ში მას თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა 12 წლი­თა და 6 თვის ვა­დით გა­ნე­სა­ზღვრა. სა­ა­კაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტის, ბექა ბა­სი­ლა­ი­ას გან­ცხა­დე­ბით, მო­სა­მარ­თლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უკ­ვირთ, ვი­ნა­ი­დან “მძი­მე სას­ჯე­ლი ნაკ­ლე­ბად მძი­მე სას­ჯელს შთან­თქავს და მხო­ლოდ უკი­დუ­რეს შემ­თხვე­ვა­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი, რომ სას­ჯე­ლის შეკ­რე­ბი­თო­ბა მოხ­დეს“.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები