ცნობილია ქედაში, ავარიის შედეგად დაღუპული 25 წლის გოგონას ვინაობა - 10 აპრილს ქორწილი ჰქონდა დაგეგმილი

16-03-2025
გიორგი ამილახვარი
Aa

რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და ქე­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ გობ­რო­ნეთ­ში მომ­ხდა­რი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­სა­ხებ. ერ­თმა­ნეთს სა­პი­რის­პი­რო მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­მა­ვა­ლი ორი მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი შე­ე­ჯა­ხა. ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვის შე­დე­გად, ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა 25 წლის გო­გო­ნა, ნა­ი­რა ვა­შაყ­მა­ძე. რამ­დე­ნი­მე მგზავ­რი კი და­შავ­და.

"ძა­ლი­ან შეგვძრა ამ ამ­ბავ­მა. ნა­ი­რა 25 წლის იყო, ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლი გო­გო­ნა. თავ­ზარ­დამ­ცე­მი ამ­ბა­ვია, ცხოვ­რე­ბას ახლა იწყებ­და. ჰყავ­და შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, ჩვე­ნი თა­ნა­სოფ­ლე­ლი ბიჭი, ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ნიშ­ნუ­ლი იყო და 10 აპ­რილს ქორ­წი­ლი უნდა ჰქო­ნო­და. უნდა გა­ე­ხა­რა ცხოვ­რე­ბით, ბედ­ნი­ე­რე­ბი უნდა ყო­ფი­ლიყ­ვნენ და დღეს ეს სა­ში­ნე­ლი ამ­ბა­ვი გა­ვი­გეთ. ძა­ლი­ან გან­ვიც­დით ყვე­ლა­ნი. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ტკი­ვი­ლია. სოფ­ლის მარ­შუტ­კით მგზავ­რობ­და და ავა­რი­ით და­ი­ღუ­პა სრუ­ლი­ად უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნი, გა­ნად­გურ­და ოჯა­ხი",- ამ­ბობს კვირის პალიტრასთან სა­უ­ბარ­ში მისი თა­ნა­სოფ­ლე­ლი გო­გო­ნა.

წყარო: კვირის პალიტრა 


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები