მთელი საქართველო ხარობს - დემნა გვასალიამ ახალ, ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია

13-03-2025
გიორგი ამილახვარი
Aa

ქართველი დიზაინერი, დემნა გვასალია, იტალიური მოდის სახლის, Gucci-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელი გახდა. მისი წინამორბედი დიზაინერი საბატო დე სარნოა, რომელმაც პოსტი გასულ თვეში დატოვა.

გვასალიამ სახელი ყველაზე მეტად Balenciaga-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელობით გაითქვა — დიზაინერი ამ როლს 2015 წლიდან ასრულებდა. ბალენსიაგას პარალელურად, გვასალია დიზაინებს ქმნიდა საკუთარი ტანსაცმლის ბრენდისთვის Vetements, რომელთან თანამშრომლობაც 2019 წელს შეწყვიტა.

აღსანიშნავია, რომ დემნა გვასალიას Gucci-სთან კოლაბორაცია აქამდეც ჰქონია. 2021 წელს Balenciaga-მ და Gucci-მ საერთო კოლექციაზე იმუშავეს.



FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები