მელიქიშვილის გამზირზე ხანძარია,რა მდგომარეობაა ამ დროისთვის?

11-03-2025
სახელი არ არის მითითებული
Aa

თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე ხანძარია.

როგორც პრაიმტაიმს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, ცეცხლი „ღვინის ქარხნის“ ტერიტორიაზე, ერთ-ერთი რესტორნის სახურავზე გაჩნდა.

მათივე ცნობით, ადგილზე იმყოფებიან სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი და დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები