"გიგის თავი არ მოუკლავს... მოძღვარმა წესიც აუგო. ძველი ტრავმის გამო პერიოდულად ითიშებოდა" - რას ჰყვება ახლობელი მეტეხის ხიდიდან ავტომობილით გადავარდნილ ახალგაზრდაზე

10-03-2025
გიორგი ამილახვარი
Aa

გი­გის შე­სა­ხებ ambebi.ge-ს მისი მე­ზო­ბე­ლი და ნა­თე­სა­ვი ჯაბა თო­ლორ­და­ვა ესაუბრა: 

"ამ ტრა­გე­დი­ის ირ­გვლივ უამ­რა­ვი ჭორი ტრი­ა­ლებს, თით­ქოს გი­გიმ გან­ზრახ მო­იკ­ლა თავი, აზარ­ტულ თა­მა­შებს თა­მა­შობ­და და ა.შ. გი­გის ჩვე­უ­ლებ­რივ აუ­გეს წესი. მას გარ­კვე­უ­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ 3 წლის უკან, მარ­ტის თვე­ში და და­ახ­ლო­ე­ბით იმა­ვე ად­გი­ლას, მას მო­ტო­ციკ­ლით ავა­რია მო­უხ­და (გიგი მოყ­ვა­რუ­ლი ბა­ი­კე­რი იყო) და და­ახ­ლო­ე­ბით 2 თვე კლი­ნი­კა­ში იწვა, აქე­დან რამ­დე­ნი­მე ხანს კო­მა­შიც იყო. მისი გა­დარ­ჩე­ნის შან­სი მი­ნი­მა­ლუ­რი იყო, ყვე­ლა­ნი მისი გა­დარ­ჩე­ნის­თვის ვლო­ცუ­ლობ­დით. ავა­რი­ის შე­დე­გად გი­გის თავი ჰქონ­და და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი. გა­მო­კე­თე­ბის მერე ამ შემ­თხვე­ვამ მას გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი და­უ­ტო­ვა - პე­რი­ო­დუ­ლად ითი­შე­ბო­და, მაგ­რამ იმ­დე­ნად მუ­შა­ობ­და სა­კუ­თარ თავ­ზე, ამას არ იმ­ჩნევ­და, მაქ­სი­მა­ლუ­რად ცდი­ლობ­და ყო­ფი­ლი­ყო სა­მა­გა­ლი­თო ახალ­გაზ­რდა, მე­გო­ბა­რი, შვი­ლი... გა­და­ტა­ნი­ლის შემ­დეგ, უბ­რა­ლოდ, მის­თვის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლიც არ იყო სა­ჭეს­თან ჯდო­მა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ იმა­ში, რომ გი­გის იმ მო­მენ­ტში გო­ნე­ბა გა­ე­თი­შა, არ იცო­და, რას აკე­თებ­და და რა ხდე­ბო­და, თო­რემ მას არა­ნა­ი­რი მი­ზე­ზი არ ჰქო­ნია სა­ი­მი­სო, თავი რომ მო­ეკ­ლა. გიგი სიყ­ვა­რუ­ლით და­ო­ჯახ­და, ის და ანა პა­ტა­რა გო­გო­ნას ელო­დე­ბოდ­ნენ, გა­ხა­რე­ბულს ექოს­კო­პი­ის სუ­რა­თი დაჰ­ქონ­და თან...

წყარო: ამბები


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები