მკვლევარებმა ტუტანხამონის ოქროს ნიღაბს რენტგენი გადაუღეს. ბოლო დრომდე არქეოლოგებს ეგონათ, რომ...

06-03-2025
გიორგი ამილახვარი
Aa

მკვლევარებმა ტუტანხამონის ოქროს ნიღაბს რენტგენი გადაუღეს. ბოლო დრომდე არქეოლოგებს ეგონათ, რომ ფარაონის ნიღაბი ერთი მონოლითური სხმული იყო. მაგრამ რაოდენ გაკვირვებულნი დარჩნენ ისინი, როდესაც ნიღაბს რენტგენოლოგიური გამოკვლევა ჩაუტარდა. 

სიურპრიზი ის იყო, რომ ნიღაბი შედგება რამდენიმე ნაწილისაგან, რომლებიც ერთმანეთთან შედუღებულია ძალიან ზუსტი მემბრანული შედუღებით და შეერთების ადგილების ნაწიბურები შეუიარაღებელი თვალით არ ჩანს. 

მთელი მსოფლიოს სხვადასხვა დარგის მეცნიერები გაოცებულნი არიან იმით, თუ რა განვითარებას მიაღწია ძველმა ეგვიპტურმა ცივილიზაციამ შენადნობებისა და ოქროს მრეწველობის სფეროში ცოდნისა და პროგრესის თვალსაზრისით. 


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები