"ყველასთვის საყვარელო, თვალებციმციმა გოგო და ახლა უკვე დიდო ტკივილო.." - ქსნის სკოლა ტრაგიკულად დაღუპულ გოგოს ემშვიდობება

23-06-2023
გიორგი ზ.
Aa

20 წლის თიკო მურ­ჯიკ­ნე­ლის მცხეთაში მომხდარ ავტოსაგზაო შეხვედრას ემსხვერპლა.

აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ქსნის საჯარო სკოლა და გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

"ყველასთვის საყვარელო, ულამაზესო, თბილო, თვალებციმციმა გოგო და ახლა უკვე ყველასთვის დიდო ტკივილო..

ღმერთმა დაგტოვა ლამაზ მოგონებად.

უფალს ებარებოდეს შენი ნაადრევად გაფრენილი სული“, - ვკითხულობთ პოსტში.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები