"აზროვნების უნარი წამერთვა...თოვლში ბავშვებისა და ქალების ცხედრები ეწყო" - 100-ზე მეტი გარდაცვლილი, დანგრეული სახლები

03-03-2025
გიორგი ამილახვარი
Aa

წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­სულ­მა უხვმა ნა­ლექ­მა, თოვლმა და გუ­რია-აჭა­რა­ში გან­ვი­თა­რე­ბულ­მა სტი­ქი­ურ­მა მოვ­ლე­ნებ­მა, ადა­მი­ა­ნებს 38 წლის წინ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში მომ­ხდა­რი სტი­ქია გა­ახ­სე­ნა. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი იმ­დრო­ინ­დე­ლი სტი­ქი­ის ამ­სახ­ველ დო­კუ­მენ­ტურ ფილ­მებს აზი­ა­რებ­დნენ.

"1986 წლის ნო­ემ­ბრი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ში თოვ­და, თოვ­ლის სი­მაღ­ლემ ზო­გან 10 მეტრს გა­და­ა­ჭარ­ბა. ბევ­რი სო­ფე­ლი გარე სამ­ყა­როს მო­წყდა და გზე­ბი ჩა­ი­კე­ტა. მწყობ­რი­დან გა­მო­ვი­და ელექტრო­გა­დამ­ცე­მი ხა­ზე­ბი, კავ­შირ­გაბ­მუ­ლო­ბა...

ასე­უ­ლო­ბით სახ­ლი და 18 ახა­ლი სო­ფე­ლი აშენ­და. სვა­ნე­ბი, ძი­რი­თა­დად, ქვე­მო ქარ­თლში, სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში და წყალ­ტუ­ბოს მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ჩა­ვა­სახ­ლეთ, კომ­პაქ­ტუ­რად. დმა­ნი­სის რა­ი­ონ­ში, სა­დაც პრაქ­ტი­კუ­ლად, არა­ქარ­თუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა ცხოვ­რობ­და, ავა­შე­ნეთ ახა­ლი ქარ­თუ­ლი სო­ფე­ლი თა­ვი­სი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პუნ­ქტით, სა­ბავ­შვო ბა­ღი­თა და სკო­ლით. "აღორ­ძი­ნე­ბის“ გახ­სნა სა­ზე­ი­მო ვი­თა­რე­ბა­ში ჩა­ტარ­და, თბი­ლი­სი­დან საკ­მა­ოდ სო­ლი­დუ­რი დე­ლე­გა­ცი­ით ჩა­ვე­დით, სა­ხალ­ხო ზე­იმ­ში არა ერ­თმა გა­მო­ჩე­ნილ­მა მოღ­ვა­წემ, მწე­რალ­მა, მეც­ნი­ერ­მა თუ მსა­ხი­ობ­მა მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, მაგ­რამ მა­ში­ნაც კი, ახალ­მო­სახ­ლე­ო­ბის სა­ზე­ი­მო ვი­თა­რე­ბა­ში, მეხ­სი­ე­რე­ბი­დან არ ამომ­დი­ო­და ის დღე - სვა­ნე­თის პირ­ქუ­ში, და­თოვ­ლი­ლი მთე­ბი, ტკი­ვი­ლი­სა­გან გა­ხე­ვე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცე­ბი და თოვ­ლზე ლო­ყე­ბღაჟღა­ჟა ბავ­შვე­ბი­სა და უმ­წეო ქა­ლე­ბის ჩამ­წკრი­ვე­ბუ­ლი ცხედ­რე­ბი... ჩემს ფო­ტო­გა­ლე­რე­ას შე­მორ­ჩა ის კად­რე­ბი... მარ­თა­ლია, მათი შე­ხედ­ვა ყო­ველ­თვის გულს მიმ­ძი­მებს, მაგ­რამ ეს ჩვე­ნი ქვეყ­ნის ტრა­გი­კუ­ლი ფურ­ცე­ლია და მას ვერც სა­კუ­თა­რი ბი­ოგ­რა­ფი­ი­დან ამო­ხევ“ - ასე იხ­სე­ნებს თა­ვის წიგნ­ში იმ სა­ში­ნელ დღე­ებს ჯუმ­ბერ პა­ტი­აშ­ვი­ლი

წყარო: ambebi.ge


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები